უინსტონ ჩერჩილის 15 ცხოვრებისეული გამონათქვამი


უინსტონ ჩერჩილი - ადამიანი, რომლის სიტყვასაც ამდენი წლის შემდეგ შეუძლია დიდი მოტივაციის გაღვიძება ადამიანთა გულებში. იგი ბრიტანელებისთვის ყველაზე გავლენიან, ნიჭიერ და წარმატებულ პიროვნებად ითვლება.  მეორე მსოფლიო ომის დროს  ჩერჩილის გამჭრიახმა პოლიტიკამ დიდი წვლილი შეიტანა ომის მსვლელობაში და მისი სახელი სამუდამოდ დიდი ასოებით ჩაიწერა ისტორიაში. 2002 წლის BBC გამოკითხვის საფუძველზე იგი ბრიტანეთში ყველა დროის ყველაზე გამოჩენილ ადამიანად დასახელდა.

 

წარმოგიდგენთ უინსტონ ჩერჩილის 15 ცნობილ გამონათქვამს, რომელიც არასდროს მოგცემთ დანებების საშუალებას:


1.წარმატება - ესაა შესაძლებლობა მარცხს მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი.

2.არ მაღელვებს არანაირი მოქმედება, მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა.

3.რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს შენი სტრატეგია, დროგამოშვებით მაინც უნდა ადევნო თვალყური მის შედეგებს.

4.მე ოპტიმისტი ვარ. მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სარგებელს, რომ ვიყო სხვა.

5.დიდ უპირატესობას იღებს ის, ვისაც საკმარისად ადრე აქვს დაშვებული შეცდომები, რომლებზეც შეიძლებოდა ესწავლა.

6.ვერასდროს მიაღწევთ დანიშნულების ადგილს, თუ გზაში ყველა მყეფარე ძაღლს ქვებს დაუშენთ.

7.პესიმისტი ხედავს სირთულეს ყველა შესაძლებლობაში. ოპტიმისტი ხედავს შესაძლებლობას ყველა სირთულეში.

8.გინდათ, რომ კამათში თქვენი სიტყვა იყოს ბოლო? მაშინ უთხარით ოპონენტს “ვგონებ, თქვენ მართალი ბრძანდებით”.

9.ჩემი გემოვნება ძალიან მარტივია. ადვილად მაკმაყოფილებს მხოლოდ საუკეთესო.

10.ტყუილი ასწრებს ნახევარი მსოფლიოს შემოვლას მაშინ, როცა სიმართლე იცვამს შარვალს.

11.ცხოვრების განმავლობაში ყველა ადამიანი აწყდება “დიდებულ შანსს”. სამწუხაროდ, უმეტესობა ჩვენგანი საერთოდ არ აქცევს მას ყურადღებას და გზას აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა.

12.სულელია ის ადამიანი, რომელიც არასდროს არ ცვლის მოსაზრებებს.

13.ფარშევანგი ადის მაღლა, როცა მიფრინავს ქარის საწინააღმდეგოდ და არა მისი მიმართულებით.

14.ჭკვიანი ადამიანი არ უშვებს ყველა შეცდომას თვითონ - ის სხვებსაც აძლევს შანსს.

15.ნებისმიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობების დასაწყისია.


 

| გააზიარე
მოგწონთ?