,,გაუზიარე, გაეცი, იჩქარე“ - სტატია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს უფრო მეტი


1. გაზიარება საუკეთესო საშუალებაა

ზოგჯერ ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც რაიმე სირთულის გადატანა გვიწევს. ყველა ჩვენგანი ვუმკლავდებით ტკივილს და ვცდილობთ მამაცი სახეების შენარჩუნებას, მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენ გავხსნით ჩვენს გულებს. ტკივილის დამალვის ნაცვლად უნდა შევძლოთ მისი გაზიარება სხვებისთვის და არა თავის მოჩვენება, რომ ყველაფერი სრულყოფილადაა.

გამოიყენეთ შანსები, რათა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

 

2. ყოველთვის იყავი კეთილი

სიკეთის კეთება პატარა რაღაცეებით უნდა დავიწყოთ. თუ ეს არ შეგვიძლია, დავუწესოთ საკუთარ თავს გარკვეული ქმედება, რომელიც მუდმივად განმეორების შემდეგ, ჩვევაში გადავა და ჩვენ უკვე გაუაზრებლად დავიწყებთ სიკეთის კეთებას. როდესაც ამას შეძლებთ, გადაეცით ეს საიდუმლო სხვას და უყურეთ, როგორ იცვლება მათი ცხოვრება.

 

3. ცხოვრება ერთი თვალის დახამხამებაა

თუ ყოველ ღამე ვარსკვლავებს ახედავთ, მიხვდებით, რომ ცხოვრება ერთი თვალის დახამხამებაა და ჩვენი პრობლემები ძალიან პატარაა სამყაროსთან შედარებით. დრო მიდის და ჩვენ სულ უფრო ცოტა რამის მოსწრება შეგვიძლია.

ყოველთვის იქნება რაღაც ჩვენზე დიდი, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვაჩერებს, რომ არ ვინერვიულოთ უმნიშვნელო მოვლენებზე. ჩვენ ძლიერი ქმნილებები ვართ და რადგან ჩვენი დრო შეზღუდულია, მისი დაფასება უნდა ვისწავლოთ.

 

„იმის ცოდნა, რომ მოვკვდები, შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც დამეხმარა, მიმეღო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცხოვრებაში. მოსალოდნელ სიკვდილზე ფიქრი საუკეთესო საშუალებაა იმ ილუზიისგან გასათავისუფლებლად, რომ რაღაც დასაკარგი გაქვს. თითქოს შიშველი ხარ და არ გაქვს მიზეზი, არ მოუსმინო საკუთარ გულს. სიკვდილი - ეს ცხოვრების საუკეთესო გამოგონებაა.“ - სტივ ჯობსი

 

მოდით გვერდზე გადავდოთ ყველაფერი და ვუთხრათ სამყაროს თუ ვინ ვართ ჩვენ, გავუზიაროთ ადამიანებს, თუ რას ვგრძნობთ რეალურად, ვაკეთოთ მეტი სიკეთე და უბრალოდ ვიჩქაროთ, რომ ბევრი რამის მოსწრება შევძლოთ. დაიწყეთ დღესვე და ნურავის ათქმევინებთ, რომ არაფერი შეგიძლიათ!

 

| გააზიარე
მოგწონთ?