9 რამ, რასაც აკეთებენ წარმატებული ხელმძღვანელები საუზმემდე


არ არსებობს მშვენიერი და ნაყოფიერი დღის საყოველთაო ფორმულა. ის რასაც დილით მიირთმევთ და პირველი, რასაც კითხულობთ, შეიძლება იყოს  მთელი დღის პროდუქტიულობის განმსაზღვრელი. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოქმედებს თქვენზე დადებითად. 

აი, რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები დღის პირველ ნახევარში:

1. ისინი კითხულობენ
ზოგიერთი ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს უახლესი ინფორმაცია მსოფლიოს მნიშვნელოვანი ამბების შესახებ დღის დასაწყისში.

2. ისინი აგზავნიან მეილებს
გააგზავნო მეილები ხელმძღვანელებისთვის დღის საუკეთესო დასაწყისია.

3. ისინი დარბიან ყოველ დილით ან დადიან სპორტ დარბაზებში
როდესაც გაქვთ კომპანიაში დატვირთული გრაფიკი და ხართ დროზე დამოკიდებული, დილა საუკეთესო დროა, რომელიც თამამად შეგიძლიათ დაუთმოთ ვარჯიშს. ვიტორიო კოლაუ დგება დილის 6 საათზე, იწყებს დღეს ვარჯიშით და ასევე ამოწმებს ელ-ფოსტას.

4. ისინი იტანენ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივრობებს
ერთ-ერთი წარმატებული მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი გაღვიძების მონაწილეობას იღებს სპორტულ აქტივრობებში, რასაც უმრავლესობა სამსახურისგან თავისუფალ დროს არ აკეთებს. ბრენსონი ხშირად არის დაკავებული სერფინგით ან ტენისის თამაშით.

5. ისინი ინტერესდებიან თუ რა ხდება ახალი თავიანთ ინდუსტრიაში
სანამ დაიწყება დღე ბევრ წარმატებულ ადამიანს უყვარს თავიანთ ინდუსტრიაში ახალი ამბების წაკითხვა და გარკვევა. მაგალითად, ინვესტორი კევინ ო’ლეარი დგება ყოველ დილით 5:45 საათზე და მაშინვე ამოწმებს ევროპის და აზიის ობლიგაციების ბაზარს.
''კარგი ინვესტორი არ ჩერდება საწოლში ჩრდილოეთ ამერიკაში თუ საზღვარგარეთ, რადგან თუ რამე მოხდა ლონდონში ან ტოკიოში, სანამ მას ძინავს, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს'' დაწერა მან ერთ-ერთ გაზეთში.

6. ისინი მედიტირებენ
მედიტაცია ხშირად წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ გააანალიზო და კონცენტრირება მოახდინო, თუ რა მოხდა შენს ცხოვრებაში. მაგალითად, ჯეკ დორსი დგება დილის 5:30 საათზე. ყოველ დილით ფიქრობს და ვარჯიშობს, კითხულობს ახალ ამბებს.

7. ისინი კვებავენ თავიანთ ცხოველებს
ზოგჯერ მათთვის არაფერია ისეთი სასიამოვნო, როგორც დილაადრიან თავიანთ საყვარელ ცხოველებთან ერთად დროის გატარება. მაგალითად პირველი ქმედება რასაც აკეთებს ალექს ოჰაინი არის შემდეგი: ის დგება დილით ადრე იმისთვის, რომ აჭამოს თავის კატას მანამ, სანამ შეამოწმებს ელ ფოსტას.

8. ისინი დადიან სასეირნოდ
ყოველ დილით დავიდ კარპი 15 წუთით სეირნობს თავისი სახლიდან მანჰეტენამდე, სანამ შეამოწმებს ელ ფოსტას. ''წერილების სახლში წაკითხვა არასდროს მაყენებს კარგ ხასიათზე და არ მხიდს უფრო პროდუქტიულს. თუ რაიმე სასწრაფოა და ვჭირდები ვინმეს, აუცილებლად დამირეკავს'' - ამბობს კარპი

9. ისინი მუშაობენ იმავე წუთიდან როგორც კი იღვიძებენ
ზოგიერთი წარმატებული ადამიანი ვერ უწევს წინააღმდეგობას სურვილს იმუშაოს გაღვიძების მომენტიდან. სტივ ჯობსი დგებოდა დილის 6 საათზე და მუშაობდა სანამ თავისი ბავშვები გაიღვიძებდნენ, შემდეგ ისინი ერთად მიირთმევდნენ საუზმეს.
ინვესტორი სარკ ტრანკი ამბობს: - ''ბიზნესი არის ჩემი დილის ფიქრი, ბიზნესი არის ის რაც მე მიყვარს, მე ვდგები და ვმუშაობ მაშინვე, მე მიყვარს ამის კეთება.''

როგორია თქვენი დილა?

| გააზიარე
მოგწონთ?