როგორ დავაღწიოთ თავი ქაოსს?


ბევრი აზრის და ფიქრის ერთდროულად  გაჩენა ადამიანის გონებაში იწვევს  შფოთვის და ნერვიულობის განცდას. ყველაფერი კი მაშინ რთულდება როცა ჩვენ წინ რაიმე სერიოზული საკითხი დგას გადასაჭრელი, ამ დროს  ნერვიულობა და ზედმეტად  მეტი ფიქრი  გონებაში ქაოსს ქმნის, რაც ხელს გვიშლის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 

წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული რჩევები და სამუდამოდ განთავისუფლდით ზედმეტი, უსარგებლო ფიქრისგან.

1.  დააკვირდით თქვენს აზრებს შორიდან
მედიტაცია ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია, იგი მოგცემთ საშუალებას სხვა მხრიდან შეხედოთ თქვენს თავს და მოუსმინოთ თქვენს შინაგან ხმას. ამ დროს ეცადეთ ყველაფერი უსარგებლო  მოიშოროთ  და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. შედეგის მისაღებად რეგულარული, პრაქტიკული ვარჯიში დაგჭირდებათ.

2.  დაწერეთ თქვენი ფიქრები
გადმოიტანეთ ფურცელზე და ჩამოწერეთ სიის სახით, ის რაც ამ მომენტში გაფიქრებთ და ქაოსს გიქმნით. ამ მეთოდის გამოყენებით თქვენ ავტომატურად დაცლით ყოველგვარი ზედმეტისგან გონებას და უკვე  თვალით დანახულ ფიქრებს მარტივად დაახარისხებთ პრიორიტეტების მიხედვით.

3.  დააწესეთ ფიქრის დრო
ეს პირველ რიგში გულისხმობს დღის დაგეგმვას. აირჩიეთ ფიქრისთვის დღის რომელიმე დრო და შესაბამის პერიოდში იფიქრეთ, იმსჯელეთ, წერეთ და იანგარიშეთ... ანუ, იფიქრეთ ყველა საფიქრალზე მხოლოდ ამ დროს.

4.  ყურადღება გადაიტანეთ საკუთარ თავზე
როდესაც გონებაში ერთდროულად ბევრი საფიქრალი გაქვთ და ქაოსი შემოგიტევთ, ამ დროს საუკეთესო რჩევაა, რომ დაიწყოთ ფიზიკური ვარჯიშები, გაისერნოთ ბუნებში, სუფთა ჰაერზე ან დაკავდეთ ჰობით.

5.  ფოკუსირდით ამჟამად გასაკეთებელ საქმეებზე
თავს მოხვეული ფიქრები და გონების ქაოსი, შეგიძლიათ სწრაფი მოქმედებით ჩაანაცვლოთ. ფოკუსირდით იმ საქმეზე, რის შესრულებასაც ამ მომენტში შეძლებთ. მოამზადეთ სადილი, მორწყეთ თქვენი საყვარელი ყვავილები, ან მოაწესრიგეთ თქვენი გარდერობი.

6.  პატივი ეცით საკუთარ თავს
ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ხართ ქაოსურ მდგომარეობაში ისაა, რომ არ ენდობით საკუთარ თავს და არ გჯერათ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ჭეშმარიტების.  ეს იწვევს ეჭვს და ძალიან ბევრ ფიქრს. ამიტომაც, პატივი ეცით საკუთარ თავს  და გჯეროდეთ მისი. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო  მეტს იფიქრებთ და ჩაუღმავდებით საკითხს, მით უფრო მეტად დაეჭვდებით მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში.

7.  თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ  არასწორად მიღებული გადაწყვეტილებები
დარდი იმაზე, რომ შეცდით და აირჩიეთ შეუფერებელი სამსახური, ან მოგბეზრდათ სახლში ყოველდღიური რუტინა, ეს ყველასათვის ნაცნობია და ''ნორმალური'' ფაქტია. თუმცა, მსგავსი შეცდომები არ უნდა მივიღოთ როგორც კატასტროფა და საბოლოო შედეგი. პირიქით, ეს შესაძლოა აღმოჩნდეს თქვენთვის ახალი შესაძლებლობა, რომლიც უფრო მეტად გაგზრდით.  

ასე, რომ გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გათავისუფლდით ზედმეტი ფიქრებისგან და გახსოვდეთ - თქვენ თავადვე მართავთ საკუთარ ფიქრებს. 


მარიამ შარიქაძე

| გააზიარე
მოგწონთ?