11 საუკეთესო კომპლიმენტი, რომელიც შეგიძლიათ გასცეთ და მიიღოთ


თქვენ ალბათ ხშირად მიგიღიათ და გაგიციათ კომპლიმენტები. გარდა იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ მოუწონოთ ადამიანებს სტილი, ჩაცმულობა, გარეგნობა, შეაქოთ ისინი კარგად ორგანიზებული და შესრულებული საქმისთვის, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ კომპლიმენტი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს უნიკალურობას. ეს დაგანახებთ იმას, რომ ადამიანები აფასებენ თქვენს თვისებებსა და იდეებს.

იცოდით, რომ კომპლიმენტების სწორად დარიგებას შეუძლია შეუქმნას ადამიანებს არაჩვეულებრივი განწყობა. რატომ? რამდენადაც თქვენს გარშემო ადამიანებს სიამოვნებთ მიღებული პოზიტიური სიტყვები, ისინი აგრეთვე თქვენც დადებითად გმუხტავთ. კომპლიმენტის თქმა არაჩვეულებრივი გზაა იმისთვის, რომ ადამიანებს დღე გაუხალისოთ.

 

აქ არის 11 არაჩვეულებრივი კომპლიმენტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ:

 

1. თქვენ ხართ განსაკუთრებული

ეს საუკეთესო კომპლიმენტია იმისთვის, რომ გაიგოთ რამდენად გაფასებენ და უყვარხართ ადამიანებს.

 

2. თქვენ ხართ კეთილი

ეს სიტყვები გაჯერებულია პოზიტიური სინათლით. ისინი განახებთ, რომ თქვენ გაქვთ ისეთი კარგი თვისებები, რომლებიც ყველას არ გააჩნია. თქვენი უნიკალურობა გაგებული და დაფასებულია.

 

3. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ადამიანების გაღიმება

ღიმილი ხშირად გვეხმარება ყველაზე დეპრესიულ სიტუაციებშიც კი. ღიმილი გადამდებია, ამიტომ ხშირად გაიღიმეთ.

 

4. თქვენ ყოველთვის აქ ხართ ჩემთვის

თუ თქვენ გინდათ გამოხატოთ ნდობა ვინმეს მიმართ და მიახვედროთ, რომ მას ასევე შეუძლია გენდოთ, ეს კომპლიმენტი საუკეთესო ვარიანტია.

 

5. თქვენ ყოველთვის ხედავთ ნათელ მხარეს

ეს კომპლიმენტი არის თქვენი პერსპექტივებისა და გარემოებების პასუხის მიმანიშნებელი. თქვენ ხედავთ, რომ „ჭიქა ნახევრად სავსეა,“ თქვენ ანახებთ დადებით სულს და ყოველთვის შეგიძლიათ ზემოდან დანახვა ნებისმიერი სიტუაციის.

 

6. კარგი მშობელი იქნებოდი/ხარ

პარტნიორები ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს თუკი შვილები ჰყავთ ან უნდათ, რომ ჰყავდეთ. ეს გამოხატავს იმას, რომ თქვენში ხედავენ სიკეთისა და მზრუნველობით თვისებებს. 

 

7. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ არაჩვეულებრივი საღამოს მოწყობა

კარგი სტუმართმოყვარეობა მოითხოვს დიდ ენერგიას, შრომასა და დროს. თუკი თქვენი მეგობარი გპატიჟებთ თავისივე ორგანიზებულ წვეულებაზე, მაშინ დააფასეთ მისი შრომისმოყვარეობა. 

 

8. თქვენ ხართ საუკეთესო მეგობარი/დედა/მამა/ცოლი/ქმარი/პარტნიორი

ეს კომპლიმენტი შეიძლება ითქვას ყველას მიმართ. ის გამოხატავს მეგობრობას, მზრუნველობას, ნდობას და სიახლოვეს. იყო „საუკეთესო“ ნიშნავს, რომ იყო #1.

 

9. არასდროს წყვეტთ ჩემ გაოცებას (პოზიტიური გაგებით) 

როდესაც თქვენ ვინმეს ეუბნებით ამ კომპლიმენტს ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უზიარებთ ფიქრებს მისი შესაძლებლობების შესახებ. ის აუცილებლად მოძებნის სხვა გზებსაც, რომ გაგაოცოთ და გაგაბედნიეროთ.

 

10. თქვენ ხართ არაჩვეულებრივი მაგალითი სხვებისთვის

თუ თქვენ ეს სიტყვები გითხრეს უბრალოდ იამაყეთ. თქვენ დაბადებული ხართ ლიდერად. 

 

11. თქვენ გაქვთ ოქროს გული

ეს სიტყვები ძველია, მაგრამ ოქრო. გქონდეს ოქროს გული ნიშნავს იყო კეთილი, გამგები, მხარდამჭერი და გამცემი. 

 

„გაეცით კომპლიმენტები და გამამხნევებელი სიტყვები ყველგან, სადაც მიდიხართ. გააკეთეთ ეს, რადგან თქვენი სიტყვები არის მარცვალი და როცა ის დაეცემა ნოყიერ ნიადაგზე, გაიზრდება რაღაც განსაკუთრებული.“ 

 


www.lifehack.org

| გააზიარე
მოგწონთ?