,,5 ვაშლის პრინციპი - პროპორციული წარმატება უკუპროპორციულობაში“


რატომ სურს ყველას, იყოს წარმატებული?! - ეს გახლავთ კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ერთი შეხედვით უმარტივესია, თუმცა ზოგიერთ ადამიანს აღნიშულ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ გააჩნია. „უბრალოდ  კარგია, იყო წარმატებული“ - ეს არასრული პასუხია. ამომწურავი პასუხის საპოვნელად აუცილებელია, საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა „რატომ?“. მიზანი, რომელიც ადამიანებს წინსვლისა და განვითარებისაკენ უბიძგებს,  მასზე გამუდმებულ ფიქრსა და საკუთარი თავში გაცნობიერების პროცესში იკვეთება.

სიტყვა „წარმატება“ საკუთარ თავში მიზნის მიღწევას, წინსწვლას, კეთილდღებას და გაუმჯობესებული პიროვნულ მახასიათებლებს აერთიანებს. წარმატების მიღწევის აუცილებელ წინაპირობას საკუთარ თავში ცვლილების გამძაფრებული სურვილი და საკუთარ უნარებზე ყოველდღიური მუშაობა წარმოადგენს. მიუხედავად დიდი სურვილისა, ხშირ შემთვევაში ძნელია საკუთარ  შინაგან თვითმარქვიასთან ბრძოლა, რომელიც სიზარმაცესა და უკმაყოფილების ღრმა ფესვების გადგმას ცდილობს ადამიანის გონებაში.

უეცრად, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს, წამიერად, ერთდროულად შემოტეული წარმატებისა და სიზარმაცის შეგრძნებებისას წარმოვიდგინოთ 5 ვაშლი, შესაბამისი ნომრებით 1-დან 5-მდე და ზომით უმცირესიდან უდიდესამდე. პირველი 4 ვაშლი მწვანეა, ხოლო, ბოლო, ყველაზე დიდი - წითელი. წითელი ვაშლია სრულყოფილად მიღწეული ჩვენი მიზანი, დანარჩენი 4 კი - ყოველი ახალი ნაბიჯი, წინაზე უფრო დიდი.

ვაშლი N1 - დასახული მიზანი, რომლის მიღწევის შემთხვევაში ჩავთვლით თავს წარმატებულად.

ვაშლი N2 - დასახული მიზანი + შედგენილი გეგმა (წერილობით ან გონებაში შექმნილი საფეხურები)

ვაშლი N3 - დასახული მიზანი + შედგენილი გეგმა + რესურსების მოძიება (რისი გაკეთებაა შესაძლებელი ახლა და რომელი სქილების/რესურსების  შეძენა/შესწავლაა საჭირო).

ვაშლი N4 - დასახული მიზანი + შედგენილი გეგმა + რესურსების მოძიება + მოქმედებაზე გადასვლა (გეგმის ყოველი ეტაპის თანმიმდევრულად შესრულება)

ვაშლი N5 - ოთხ ვაშლს + წარმატების შეგრძნება (გააზრება იმისა, თუ რისი გაკეთება შეძელი, საიდან დაიწყე და სად მოხვედი)

მეხუთე, წითელი ვაშლი ყველაზე გემრიელი, თვალისმომჭრელი და დიდია, ყველაზე რთულად მისაღები, ალბათ სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ სურს ყველას, იყოს წარმატებული, უბრალოდ ზოგჯერ ადამიანების გონებაში სიზარმაცე და დაბალი თვითშეფასება  ჭარბობს.

მთელი ამ პრინციპის არსი კი უკუპროპორციულობით შექმნილი პროპორციული ზრდაა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად მცირდება სიზარმაცე, მით მეტად იზრდება წარმატების შანსი, ხოლო, როცა იზრდება წარმატების შანსი, პროპორციულად იმატებს ჩვენი ყოველი ახალი ნაბიჯის სარგებლის სიდიდე.

| გააზიარე
მოგწონთ?