ნაპოლეონ ჰილის წარმატების 15 პრინციპი


ნაპოლეონ ჰილს მოიხსენიებენ როგორც ყველაზე ცნობილ მწერალს წარმატების შესახებ. მისი წიგნი ,,იფიქრე და გამდიდრდი“ ყველა დროის ბესთსელერია.

ჰილის ბიოგრაფიაში საინტერესო მომენტია, როცა ის ერთ-ერთი რეპორტაჟის დროს შეხვდა ცნობილ ამერიკელ მოაზროვნეს, ენდრიუ კარნეგის, რომლის რჩევით ჰილმა დაიწყო წარმატებული ამერიკელებისთვის ინტერვიუს ჩამორთმევა და მათი წარმატების საფუძველზე უნივერსალური ფორმულის შემუშავება, რომელიც გამოადგებოდა როგორც ნიჭიერ, ისე მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. 

ჰილის ნაშრომებში შესწავლილია პერსონალური რწმენის ძალა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის წარმატებაში. ის დარწმუნებულია, რომ ,,ის რაც გონებას შეუძლია მიიღოს და დაიჯეროს - შესაძლებელია.“ 

 

გთავაზობთ ნაპოლეონ ჰილის პირადი წარმატების 15 პრინციპს:

 

1.მიზნის განსაზღვრა

მიზნის განსაზღვრა არის ყველა მიღწევის საწყისი წერტილი, მიზნის და გეგმის გარეშე ადამიანების ცხოვრებას აზრი ეკარგება.

 

2.რწმენა

რწმენა გონების მდგომარეობაა, რომლის გავლითაც თქვენი განზრახვები, სურვილები, გეგმები და მიზნები შეიძლება გადაქცეულ იქნას მათ ფიზიკურ ან ფინანსურ ექვივალენტად.

 

3.დამატებითი მანძილის გავლა

დამატებითი მანძილის გავლა ნიშნავს, როცა იმაზე მეტს აკეთებ და/ან იმაზე უკეთ, ვიდრე მოგეთხოვება.

 

4.სასიამოვნო პიროვნება

პიროვნება არის ადამიანის გონებრივი, სულიერი და ფიზიკური თვისებების და ჩვევების ერთობლიობა, რაც ადამიანს სხვებისგან განასხვავებს.

 

5.პირადი ინიციატივა

პირადი ინიციატივა არის ძალა, რაც განაპირობებს იმის დასრულებას, რასაც ნებისმიერი ადამიანი იწყებს, ეს არის ძალა, რომელიც ყველა ქმედების დასაწყისია. 

 

6.პოზიტიური აზროვნება

პოზიტიური აზროვნება არის სწორი გონებრივი დამოკიდებულება ყველა სიტუაციაში. წარმატება იზიდავს უფრო მეტ წარმატებას ისევე, როგორც მარცხი იზიდავს უფრო მეტ მარცხს.

 

7.ენთუზიაზმი

ენთუზიაზმი არის რწმენა მოქმედებაში. ეს არის ძლიერი ემოცია ცნობილი, როგორც მწველი სურვილი. ის შიგნიდან მოდის, თუმცა გარეგნულადაც ასხივებს და გამოიხატება ადამიანის ხმაში და სახის გამომეტყველებაში.

 

8.თვით-დისციპლინა

თვით-დისციპლინა იწყება ფიქრების კონტროლით. თუ ვერ აკონტროლებ ფიქრებს, ვერ გააკონტროლებ შენს მოთხოვნილებებს. თვით-დისციპლინა მოგვიწოდებს დავაბალანსოთ გული და გონება.

 

9.სწორი ფიქრი

ფიქრის ძალა არის ყველაზე საშიში ან ყველაზე სასარგებლო ძალა იმის მიხედვით, თუ როგორ არის ის გამოყენებული.

 

10.გუნდური მუშაობა

გუნდური მუშაობა არის ჰარმონიული თანამშრომლობა, რომელიც სასურველი, ნებაყოფლობითი და უფასოა. როცა გუნდური მუშაობის სული დომინირებს ბიზნესში, წარმატება გარდაუვალია. 

 

11.გასაჭირი და მარცხი

ინდივიდუალური წარმატება ჩვეულებრივ ყველა იმ მარცხის პროპორციულია, რომელიც ადამიანმა გამოსცადა, შემდეგ კი დაძლია.

 

12.შემოქმედებითი ხედვა

შემოქმედებითი ხედვა ვითარდება თავისუფალი და უშიშარი წარმოსახვით.

 

13.ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა იწყება ჯანმრთელი ცნობიერებით.

 

14.დროის და ფულის ბიუჯეტირება

დრო და ფული ძვირფასი რესურსებია და უნდა შეგვეძლოს მათი სწორად გადანაწილება. 

 

15.ჩვევები

პოზიტიური ჩვევების განვითარება და ჩამოყალიბება წინ უძღვის სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და ფინანსურ უსაფრთხოებას. 
 

| გააზიარე
მოგწონთ?