5 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიხიოთ უკან არასოდეს


ყველა ადამიანში ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩნდება განწყობა, რომელიც გვიბიძგებს უკან დავიხიოთ, იქნება ეს ურთიერთობები, პროფესიული სარბიელი, ცხოვრების ცვლილებები თუ სხვა, ამ დროს გვეჩვენება, რომ თითქოს რაც აქამდე ვაკეთეთ უშედეგო და არაფრის მომცემია, ვიწყებთ საკუთარი თავის დემოტივირებას, ამ მდგომარეობიდან სტრესამდე და დეპრესიამდე კი ერთი ნაბიჯიც აღარ გვრჩება. ამ სტატიაში გთავაზობთ ხუთ მიზეზს, რომელიც შთაგაგონებთ, რომ არ დაიხიოთ უკან.

 

1. გააკეთე ეს საკუთარი თავისთვის

გწამდეს, რომ თითოეული უკან გადადგმული ნაბიჯი ორჯერ უფრო მეტად გაშორებს  მიზანს. ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ნიშნავს საკუთარი ძალების ათმაგ კარგვას. გამოდის, ათმაგად უნდა მოინდომო, რომ ის ერთი უკან გადადმული ნაბიჯი ისევ წინ გადმოდგა. არასოდეს მისცეთ უფლება თქვენს სუსტ მხარეს აჯობოს თქვენს ძლიერ მხარეს, მასაც აქვს თვითშეფასება და აუცილებლად დაკარგავს თუ თქვენ სისუსტეს გამარჯვებას დაუთმობთ. ერთ წინააღმდეგობაზე გამარჯვება ის არის, რაც იმაზე სწრაფად მიგიყვანთ შედეგამდე ვიდრე მიდიან ისინი, ვინც ნებდება და უკან იხევს.

 

2. ჩათვალე, რომ ეს ნაბიჯი გადამწყვეტია

უნდა გჯეროდეს, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული დაიხევ თუ არა ახლა უკან. ჩათვალე, რომ საბოლოო გასროლას აკეთებ და შენს გამარჯვებას ეს ერთი გასროლა წყვეტს. თუკი საკუთარ თავს დაარწმუნებ, რომ  ეს არის სწორედ ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინოდა და ახლა მის წინ დგახარ, არ დაიხიო უკან, აჩვენე, რომ ამდენ ხანს  ემზადებოდი ამ შიშთან შესახვედრად, აჩვენე რომ მზად ხარ! ეს მოგცემს რწმენას იოლად დაძლიო სირთულეები და ძალას, რომ აღარ დაგჭირდეს უკან დახევა არასოდეს.

 

3. შენს შესახებ ყველამ იცის. აჩვენე, რომ არ გეშინია 

თითქმის ვერაფერს მნიშვნელოვანს ისე ვერ გააკეთებ ვინმემ რომ არ იცოდეს. იყავი ძლიერი და იყავი ყოველთვის მზად, თავაწეული, არ მისცე უფლება არავის შენს ძალებში ეჭვი შეიტანონ, რადგან შენ იმაზე მეტად ძლიერი ხარ ვიდრე ოდესმე, ზუსტად ახლა, როცა ამ ზღვართან დგახარ. ზოგიერთი ადამიანი ამ ზღვარზეც ვერ დგება, ასე რომ ნუ მისცემ ნურავის უფლებას დაგიმდაბლოს თვითშეფასება და ეჭვი შეგატანინოს საკუთარ შესაძლებლობებში.


 

4. შეხედე შენს თავს გვერდიდან

უბრალოდ მოიკრიბე ძალა და შეხედე შენს თავს, მოგეწონება ადამიანი, რომელიც სევდიანი ზის და თავის თავს ეწუწუნება, რომ არაფერი გამოდის და უნდა დაასრულოს? დამერწმუნე ეს არის ის მომენტი, როდესაც ძალები ასმაგდება და ყველაფერს გააკეთებ, რომ შენი თავი იგივე მდგომარეობაში არასდროს იხილო. 

 

5. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე

არასდროს იცი ერთი ნაბიჯით წინ რა დაგხვდება, ასე რომ თუ მაინც წინ მიდიხარ გადადგი ნაბიჯი, მითუმეტეს, როცა იცი როგორ გინდა ამ გზით სიარული. თითოეული ნაბიჯი მიგიყვანს ახალ ჰორიზონტამდე და დაგეხმარება იხილო ის, რასაც ვერ დაინახავს ადამიანი, რომელიც ერთი ნაბიჯით უკანაა, მისთვის ჰორიზონტი პატარაა, შენთვის კი იშლება, ეს არის ის სიახლე, რომლისთვისაც ღირს წინ ნაბიჯების გადადგმა.

 

| გააზიარე
მოგწონთ?