წარმატებული მოლაპარაკება ონლაინ და ოფლაინ სივრცეში


მსოფლიოში მიმდინარე პანდემიამ განაპირობა, რომ სამყარო სრულად გადავიდა ონლაინ პლატფორმაზე, რამაც შეცვლალა ურთიერთობების ფორმა და ახალი ფუნქციები დააკისრა მას.

მოლაპარაკებები ბიზნეს პარტნიორებთან, თუ კლიენტებთან ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ონლაინ, სხვადასხვა პროგრამების საშუალებით.

გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკება წარმატებით,  ოფლაინ  და ონლაინ სიცრცეებში.

პირველ რიგში კარგად უნდა ვფლობდეთ იმ პროგრამას, რომელსაც ვიყენებთ მოლაპარაკების დროს. ნებისმიერი ხარვეზისა და ფორს– მაჟორისთვის უნდა ვიყოთ მზად და შევძლოთ მისი დაუყონებლივ მოგვარება, რადგან მოულოდნელმა ხარვეზმა არ შეაფერხოს მოპალარაკება.

როგორც ონლაინ, ასევე პირადი კომუნიკაცის დროს მნიშვნელოვანია გამოვიყურებოდეთ თავდაჯერებულად, გვჯეროდეს საკუთარი თავის და იმ იდეების, რომელთა გაჟღერებაც გვსურს. ვიყოთ ინფორმირებული და საინტერესო მოსაზრებებით მივიზიდოთ მსმენელის ყურადღება.

ჩვენი დრეს კოდი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს საქმიანობას, რადგან დეტალები ჩვენს ჩაცმულობაში ხაზს უსვამს ჩვენს ინდივიდუალიზმს,რომელიც იწვევს პატივისცემას ჩვენი პერსონის მიმართ.

პიროვნება, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებას უნდა გამოირჩოდეს ქარიზმატულობით. ჰქონდეს განსაკუთრებული ენერგია.  ყურადღება უნა გავამახვილოთ ჩვენი ხმის ტემბრზე, რადგან ონლაინ მოლაპარაკების დროს ეკრანიდან ყველაზე დიდი ენერგია მოდის ჩვენი სიტყვებიდან. ასევე მნიშვნელოვანია სხეულის ენა, როგორ ვფლობთ ჩვენს სხეულს, ხელებს საუბრის დროს და გვქონდეს ცოდნა,როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება მოპალარაკების დროს.

აუცილებლად უნდა ვიყოთ გულწრფელები და გვქონდეს გულწრფელი ემოცია. გამოვხატოთ გულწრფელი ინტერესი მოსაუბრის მიმართ და პატივისცეით მოვეკიდოთ სხვის იდეებსა და შეხედულებებს. ასევე შევძლოთ დავარწმუნოთ ჩვენი იდეების ორიგინალურობაში.

ნათლად უნდა ჩანდეს,რომ გვიყვარს საქმე, რომელსაც ვასრულებთ და გამოვირჩევით კრეატიულობით.

რა თქმა უნდა ეს სფერო - წარმატებული მოლაპარაკება ხელოვნების დარგად შეგვძილია მივიჩნიოთ. რადგან უნდა  შევძლოთ მოვხიბლოთ  თანამოსაუბრე და დავარწმუნოთ, რომ აუცილებლად მიაღწევს წარმატებას ჩვენთან საქმიანი ურთიერთობის შემთხვაში.  კომპანიის, კლიენტის თუ ბიზნესის  სასარგებლოდ.

ვფიქრობ, შთაბეჭდილების მოხდენა და წარმატების მიღწევა არ გაგვიჭირდება, თუ გვიყვარს ჩვენი საქმე, ვართ პროფესიონალები და საქმისაგან მიღებულ ბედნიერებას ვუზიარებთ გარშემომყოფებს და სამყაროს.

| გააზიარე
მოგწონთ?