რა შუაშია ასაკი?! - რჩევები მათთვის, ვინც თვლის, რომ ასაკი უშლის ხელს წარმატების მიღწევაში


ასაკი ბიოლოგიური ციკლია და არ შეიძლება ასაკს მივანიჭოთ უპირატესობა, როდესაც ადამიანის პიროვნულობაზე ვსაუბრობთ. 
 
ალბათ გსმენიათ პესიმისტური ფრაზები „ასე პატარამ როგორ აიწყო კარიერა?!“ ან „ამხელა ასაკში როგორ დავიწყო ახალი საქმე?!“ არა და არა! გამოდის, რომ საფუძველში, ასაკი ციფრებით კი არა - გამოცდილებით და ცხოვრების შინაარსით უნდა განისაზღვროს. მთავარი მაინც კოგნიტური ასაკია და არა ის, რასაც ვითვლით ადამიანები.

 

არსებობს ორი უკიდურესობა ასაკთან დაკავშირებით:

ნუ შეგეშინდება, რომ შენზე უფროსი ასაკის ხალხს ვერ გაუწევ კონკურენციას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გამოცდილება აქვთ. არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი გამოცდილებიდან ვერაფერს სწავლობენ და პრიორიტეტად რჩებათ ასაკი და მსგავსი მანიპულირება: „მე შენზე უფროსი ვარ და..“ გახსოვდეს, მთავარია შენი განვითარების დონე, რისკი, მოტივაცია, მონდომება და შრომა. მაშინ კი თამამად დაამსხვრევ სტერეოტიპს რომ „გამოცდილება ასაკშია“

 

მსგავსი სტატია: როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება 40 წლის ასაკში

 

მეორე უკიდურესობაა ასაკის მატების შიში. მაგრამ რეალურად დაფიქრდით, რამხელა უპირატესობა გაქვთ. ნუ იხედებით უკან და მისტირით განვლილ წლებს, დატკბით დღევანდელით, გაიხედეთ წინ, ჯერ ხომ ეს არ გამოგიცდიათ საკუთარ თავზე?! ხოდა შეირგეთ ახალი ფაზის სიტკბო, იყავით პროდუქტიული, ისევ და ისევ განაგრძეთ საკუთარი თავის გაზრდა ინტელექტუალურად, იცხოვრეთ ჯანსაღად რომ ბიოლოგიური კუთხითაც არ ჩამორჩეთ განვითარების ახალ ეტაპს, ავარჯიშეთ გონება, წამოიწყეთ ახალი საქმე, თქვენ ხომ ამხელა გამოცდილება დააგროვეთ და დროა რეალიზება მოახდინოთ, გაიჩინეთ ახალი ნაცნობები და დაუმტკიცეთ პესიმისტებს, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ახალი ფურცლიდან დაწყება.

რაც შეეხება გრძნობებს და ურთიერთობებს, ამას ნამდვილად არ სჭირდება ასაკის ხაზგასმა, თუ იქნები გახსნილი, ყურადღებიანი, ინტელექტუალური მოსაუბრე, კეთილი, ჯანსაღი იუმორის მქონე ადამიანი და გექნება მოსმენის კარგი უნარი, მაშინ ასაკი მეორეხარისხოვანია.

ასე რომ გახსოვდეთ, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, ეცადეთ დატკბეთ თითოეული წამით.

 

| გააზიარე
მოგწონთ?