7 მიზეზი, რომელიც ხელს გიშლით გამდიდრებაში


„ყველას აქვს შესაძლებლობა შეიძინოს სიმდიდრე“ - სტივ სიბოლდი.

იმის გასარკვევად, აკეთებთ თუ არა ყველაფერს, რომ გახდეთ მდიდარი, შემოგთავაზებთ ნიშნებს, რომლებიც მეტყველებენ,  რომ თქვენ არასწორ გზას ადგახართ. 

 

1. მუშაობთ მუყაითად, მაგრამ არა ჭკვიანურად

იმისთვის, რომ გამდიდრდეთ არ არის საკმარისი მხოლოდ მუყაითად შრომა. მნიშვნელოვანია მუშაობდეთ თანაბრად, როგორც ჭკვიანურად, ასევე მუყაითად. ეს კომპლექტი ქმნის შესაძლებლობას. ეს არ მოითხოვს დიდ დროს, დიდ რისკსა და ძალისხმევას, უბრალოდ უნდა შექმნათ იდეალური კომბინაცია.

 

2. ყიდულობთ იმ ნივთებს, რომლის ყიდვის შესაძლებლობაც არ გაქვთ

თუ თქვენი შესაძლებლობების ზემოთ ცხოვრობთ, ვერ გამდიდრდებით. იმ შემთხვევაშიც კი თუ გაზრდით შემოსავლებს, არ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა ცხოვრების შესაცვლელად. არ შეიძინოთ თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთები მანამ, სანამ თქვენი შემოსავალი არ მიაღწევს უმაღლეს რიცხვს დანახარჯთან შედარებით. 

 

3. კმაყოფილი ხართ სტაბილური შემოსავლით

საშუალოდ ადამიანები შემოსავალს იღებენ დროზე დაყრდნობით, აქვთ საათობრივი ანაზღაურება ან პირდაპირ მოჭრილი ხელფასი, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ მდიდარი ადამიანები შედეგებით იღებენ ფულს და უმეტესად თვითდასაქმებულები არიან. ხელფასი და დროზე დამყარებული თქვენი შემოსავალი არის ყველაზე ნელი გზა გამდიდრებისკენ, ასე გამდიდრების მინიმალური შანსები არსებობს. 

„დიდმა პიროვნებებმა იციან, რომ თვითდასაქმება არის ყველაზე სწრაფი გზა გასამდიდრებლად.“  

 

4. მიჰყვებით სხვის ოცნებებს, თქვენი ოცნებების ნაცვლად

თუ გსურთ იყოთ წარმატებული, გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ, განსაზღვრეთ რა გიყვართ, რისი კეთება გსიამოვნებთ. ზოგიერთი მიჰყვება თავისი მშობლის ოცნებას, ეს კი შესაძლოა შეცდომა იყოს, რადგან თქვენ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მოგიწევთ თქვენს გზაზე დაბრუნება ან არასწორ გზაზე სიარული, რომელიც სულაც არ იქნება კომფორტული თქვენთვის. ამის გამო თქვენ დაკარგავთ შანსს გამდიდრდეთ თქვენი ოცნებით.

 

5. იშვიათად გამოდიხართ კომფორტის ზონიდან

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ სიმდიდრე და წარმატება, მიეჩვიეთ გაურკვევლობასა და დისკომფორტს. მდიდარი ადამიანები პოულობენ კომფორტს გაურკვევლობაში. მუდმივი აზროვნება, შრომა ის არის, რაც მიგვიყვანს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ კომფორტამდე. 

 

6. არ გაქვთ არანაირი მიზნები თქვენს ფულთან დაკავშირებით

გამდიდრების პროცესი იქნება ბევრად ადვილი და უფრო სასიამოვნო, თუკი გექნებათ გეგმა თქვენს მოპოვებულ ფულთან მიმართებაში. თუ გსურთ შეიძინოთ სახლი, იცხოვროთ საზღვარგარეთ, ან იქნებ საყვარელი მანქანის ყიდვა გსურთ, გაიაზრეთ და ჩამოაყალიბეთ ეს მიზნები. უნდა იცოდეთ რატომ გნებავთ იყოთ მდიდარი, რაში გჭირდებათ ფული და როგორ გამოიყენებთ მას. შედეგად თქვენ გექნებათ მეტი გამბედაობა, ცოდნა, რისკი და ძალისხმევა, რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

 

7. ფიქრობთ, რომ თქვენთვის სიმდიდრე მიუწვდომელია

გჯერათ, რომ მილიონრები რჩეულები არიან, მათ განსაკუთრებული იღბალი და შესაძლებლობა აქვთ, თუმცა სიმართლე ისაა, რომ თქვენ გაქვთ უფლებაც და შესაძლებლობაც იყოთ მდიდარი. 

„მიზეზი, რის გამოც ადამიანების უმეტესობა ვერ იღებს იმას, რაც უნდათ არის ის, რომ მათ არ იციან რა სურთ." 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?