3 ჟესტი, რომელიც თავიდან აგვაცილებს უხერხულ მდგომარეობას


მიუხედავად იმისა, რომ არავერბალური ქცევების უმრავლესობა თითქმის ყველა კულტურაში საერთოა, მაინც არსებობს მცირედი სხვაობა.  არავერბალური კომუნიკაციას, ზოგიერთ ქვეყანაში სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. თუ თქვენ უახლოეს მომავალში გიწევთ უცხოეთში მოგზაურობა ეს სტატია დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სხვადასხვაგვარი უხერხულობა და გაურკვევლობა, რომელიც  შეიძლება გამოიწვიოს ჟესტების არასწორად ახსნამ.

ალან პიზი თავის წიგნში  "Body language"  გვთავაზობს შემდეგ ინფორმაციას, ყეველაზე გავრცელებულ ჟესტებზე :
 

  • ერთ–ერთ ჟესტი, როდესაც ხელის თითებით გამოვხატავთ წრეს  „ok“– სხვადასხვა წარმოშობა და მნიშვნელობა აქვს. ამ სიტყვის მნიშვნელობა კარგად არის ცნობილი მთელ ინგლისურენოვან ქვეყნებში, აგრეთვე ევროპასა და აზიაში. მაგალითად საფრანგეთში ეს აღნიშნავს–ნულს, არაფერს. იაპონიაში – ფულს, ხოლო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში მაჩვენებელია იმის, რომ კაცი ჰომოსექსუალია.
  • ამერიკაში, ინგლისში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ზემოთ აწეული ცერა თითს აქვს სამი მნიშვნელობა, ჩვეულებრივად გამოიყენება გზაზე სასურველი მიმართულებით მიმავალი მანქანის გასაჩერებლად. მეორე – ნიშნავს ყველაფერი რიგზეა, ხოლო როდესაც ცერა თითი მკვეთრად აღიმართება ზევით ესაა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ნიშანია. მაგალითად საბერძნეთში ნიშნავს ''ხმა გაიკმინდე''.
  • V გამოსახულების ნიშანი თითებით – ეს ნიშანი კარგად არის ცნობილი დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში, აქვს შეურაცხმყოფელი მნიშვნელობა  ''up yours''. მეორე მსოფლიო ომის დროს უინსტონ ჩერჩილმა გახადა პოპულარული „V“ ეს ნიშანი გამარჯვების აღსანიშნავად, იმ განსხვავებით, რომ ხელის ზურგი მიმართული არის მოსაუბრის მხარეს. ზოგადად ეს არის შეურაცხმყოფელი ჟესტი, რომელიც ნიშნავს ''ხმა ჩაიწყვიტე''- ს. ევროპის მრავალ ქვეყანაშ კი ეს ჟესტი გამოხატავს გამარჯვებას. მაგალითად, თუკი ინგლისელს უნდა ამ ჟესტით ევროპელს ანიშნოს, რომ ხმა გაიკმინდოს, ევროპელი ვერ მიხვდება თუ რომელ გამარჯვებას გულისხმობს ინგლისელი.
| გააზიარე
მოგწონთ?