სასურველი მომავლის წარმოდგენისა და არჩევის თეორია


ვადიმ ზელანდის „რეალობის ტრანსსერფინგმა“ მილიონობით ადამიანის მსოფლმხედველობა შეცვალა. თავად ავტორი განმარტავს, რომ მან ეს ინფორმაცია მიიღო ჩენელინგის ანუ ასტრალური არხის მეთოდით, რამაც 40 წლის ასაკში მას ახალი ცხოვრება დააწყებინა. ზელანდი თვლის, რომ მოწოდებულია ადამიანებს ბედნიერებისთვის ბრძოლაში კი არ დაეხმაროს, არამედ აარჩევინოს ის ვარიანტთა სივრცეში, რისთვისაც აუცილებელია იცოდეთ:

 

•არსებობს ფორმების მრავალსახეობა

ანუ ჩვენს გარშემოა ინფორმაციული სტრუქტურა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობებს თავიანთი შინაარსებისა და ვარიანტების გათვალისწინებით, რაც ვლინდება მატერიალურ სამყაროში სხვადასხვა გამოხატულებით. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული არჩევანი, რომელიც ჩაისახება აზრებში და გადააქვს ჩვენი თავი იმ ველზე, სადაც ასეთი ვარიანტი შესაძლებელია. ჩვენ ვერ შევცვლით ცხოვრების სცენარს, მაგრამ გვძალუძს შინაგანად გადავწყვიტოთ და ავირჩიოთ სასურველი ვარიანტის ველი. 

 

•წარმატების პოტენციალს თავად ადამიანი ქმნის

მაშინ, როდესაც თქვენ წარმატების ველზე ხართ, აუცილებელია ამ მდგომარეობას გაუფრთხილდეთ, ამისთვის კი საკმარისია მადლიერება, გაკვირვებს უნარი და გახსნილობა გარე სამყაროსთან. ნებისმიერი, თუნდაც პატარა წინსვლა უნდა იყოს აღქმული როგორც გამარჯვება, მხოლოდ პოზიტიური ენერგიის გაზიარებით არის შესაძლებელი წარმატების შენარჩუნება.

 

•ჰარმონია და ზომიერება არის შინაგანი თავისუფლების საწინდარი

თუ რომელიმე ობიექტს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, იქმნება ზედმეტი პოტენციალი, ასეთი არასწორი დადებითი თუ უარყოფითი შეფასება კი ამახინჯებს რეალობას. სწორედ ამიტომ უნდა მივიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც არის, ვიმუშავოთ საკუთარ თავზე, გვიყვარდეს უპირობოდ იმის გაცნობიერებით, რომ ის ადამიანი თავისუფალი რჩება და ჩვენი გრძნობები მას არაფერს ავალდებულებს, მატერიალური სახსრები კი მიზანს არ წარმოადგენს, არამედ მხოლოდ საშუალებას და არა საბოლოო დანიშნულების ობიექტს.

 

•ვიზუალიზაცია ყურადღების კონცენტრაციის სახეა

აქ მნიშვნელოვანია არა მიზნის, არამედ მისი მიღწევის პროცესის წარმოდგენა და მასთან მიმართებაში  აზროვნების წესის ჩამოყალიბება: საჭიროა მიზნის საკუთარი კომფორტის ზონაში მოქცევა, რათა ის მიღებულ იქნას და აღარ არსებობდეს დასაშვებობის ბარიერი ან მისი მიუღწევლობით გამოწვეული უიმედობის შეგრძნება. 


•აზრიდან მოქმედებამდე გადასადგმელია ნაბიჯი

მოქმედების შინაგანი მზაობის არსებობისას, უნდა გამორიცხოთ ღელვა ან ეჭვები. აზრიდან მოქმედებამდე არის გადაწყვეტილების მიღების ეტაპი, რომელზეც უნდა იყოს შეფასებული ყველა რისკი და საშიშროება. დანარჩენ შემთხვევებში  კი შინაგანი რესურსებით – უპირობო რწმენითა და ენერგიისთვის სწორი მიმართულების მიცემით  ეყრება საფუძველი სასურველი მომავლის მიღწევას – ამა თუ იმ ველზე გადასვლით, რაც შინაგან ძალისხმევასა და  გაბუდული ნაბიჯების გადადგმას 
მოითხოვს. 

 

დროა, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ადგილი სასწაულს დავუთმოთ, თუმცა ის ჩვენში მუდმივად არსებობს, მას მხოლოდ აღმოჩენა სჭირდება. ამისათვის კი, ტრანსსერფინგის პრინციპების გათვალისწინებით, საჭიროა სასურველი მომავლის წარმოდგენა, მისი გააზრებული არჩევა ვარიანტთა სივრცეში, შინაგანი ძალებითა და  ენერგიით ამ პროცესის გამყარება და მოქმედება. 

| გააზიარე
მოგწონთ?