ორწუთიანი აფირმაცია შიშების დასაძლევად


შიში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოციაა. ისინი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილის წარმოადგენს და მათი ქონა სრულიად ნორმალურია. საყურადღებოა მხოლოდ ის შიშები, რომლებიც ვგაიძულებენ, მუდმივად მათზე ვიფიქროთ.

როგორ ჩნდებიან შიშები?

შიშები ჩნდებიან მაშინ, როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ მოხდება ის, რაც არ გვინდა, რომ მოხდეს. მაგრამ საერთოდ რატომ ვიქცევით ასე? ადამიანები აკეთებენ ამას, რადგან ჩვენი გონება ძალიან ზარმაცია. ხშირად იმასაც ვერ ვაანალიზბთ, რომ გვეშინია. თითქოს თვითონ მოდის, მოდის და იპყრობს მთელს ჩვენს გონებას.

 შიში - ეს არის რექაცია გარკვეულ ფიქრებზე. ჩვენი ტვინი ავტომატურად, თავისით იფიქრებს აღწერას  და ისტორიებს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. თუ ჩვენ არ ვავარჯიშობთ ჩვენს გონებას რეგულარულად, თუ არ გვაქვს ჩვევა, გამოვკვებოთ ის პოზიტიური იდეებით, მაშინ მათ ადგილს ბუნებრივად იკავებს შიში.

საიდან იძენენ შიშები ძალას?

მაგრამ არსებობს ერთი საიდუმლო, საიდუმლო, რომლის შეცნობის შემთხვევაშიც მიაღწევთ დაუჯერებელ შედეგებს, რადგან მიხვდებით, თუ საიდან იღებს შიში ენერგიას. მათი ენერგიის წყარო თქვენ ხართ. სწორედ თქვენ ასხამთ ცეცხლზე ნავთს. როდესაც რაღაც იწვის, ცეცხლს განვითარებისთვის მხოლოდ 2 რამ სჭირდება: საწვავი და ჟანგბადი. თქვენს შიშებსაც სწორედ ეს  2 რამ სჭირდება.

მოდით გავარკვიოთ, რა არის ის საწვავი. ეს შეიძლება, იყოს რეალური შემთხვევა, როდესაც სამსახურის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგებით, ან პროექტის ჩაგდების ზღვარზე ხართ, ან წინ ყველაზე რთული გამოცდა გელოდებათ. რისიც არ უნდა გეშინოდეთ, სწორედ ისაა საწვავი. რაც შეეხება ჟანგბადს, ეს არის თქვენი ჩვევა, გააგრძელოთ ფიქრი, ფოკუსირდეთ თქვენს რეაქციაზე შიშის მიმართ. სწორედ ასე აძლევთ თქვენს შიშებს საწვავსაც და ჟანგბადსაც.

როგორ ვებრძოლოთ შიშებს?

მოდით, ახლა განვიხილოთ შიშების დაძლევის ის მეთოდი, რომელსაც კანადელი ქოუჩი და მწერალი ჯონ კეჰო გვთავაზობს.

პირველ რიგში, როდესაც შიში ჩნდება, აღმოაჩინეთ ის და უთხარით საკუთარ თავს: „მე აღარ მივცემ უფლებას ჩემს გონებას მეტად იფიქროს ამ აზრებზე“. ყოველ ჯერზე, როდესაც დაიწყებთ ფიქრს იმ აზრებზე, რომლებიც თქვენში შიშს იწვევს, შეხვდით მათ 2 წუთიანი აფირმაციით და კონცენტრირდით უკუპროპორციულ ფიქრებზე. თუ თქვენ გეშინიათ სამსახურის დაკარგვის ან გაბანკროტების, გამოიჭირეთ საკუთარი თავი და უთხარით საკუთარ თავს: „ნაცვლად აზრებისა, რომლებიც იწვევენ შიშს, მე მივმართავ 2 წუთიან აფირმაციას“. საკუთარ თავს მრავალჯერ გაუმეორეთ: „მე ვიქნები წარმატებული, მე მექნება ბევრი ფული, მე მივაღწევ ყველა მიზანს“. გაიმეორეთ ეს მტკიცებები სისტემატიურად 2-2 წუთის განმავლობაში. და, აი, რა მოხდება...

თქვენი შიში თითქმის დაბრუნდება და გეტყვით „შენ მე ვერ შემაშინე და მე არ გავიქცევი“. თქვენ უკვე იცით, რაც უნდა გააკეთოთ. შეუტიეთ მას 2 წუთიანი აფირმაციებით. გააკეთეთ ისინი ისევ და ისევ. უმტკიცეთ საკუთარ თავს თქვენი შიშების საწინააღმდეგო. აი, სწორედ მაშინ მიხვდება თქვენი შიში, რომ თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილები, და გადაწყვეტს, არ დაბრუნდეს რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ, რა თქმა უნდა, დაბრუნდება და აუცილებლად შემოგიტევთ უკანასკნელი ძალებით. მაშინ ისევ მიმართეთ რამდენიმე წუთიანი აფირმაციას და მრავალჯერ გაიმეორეთ, რომ თქვენ მიაღწევთ უდიდეს წარმატებას, თქვენ გექნებათ ბევრი ფული, თქვენ იქნებით ჯანმრთელები და ენერგიით სავსენი.

ეს ტექნიკა ძალიან ძლიერია ორმხრივად. პირველი რიგში ამით ქმნით აზროვნების ახალ მოდელს და ასევე თქვენ ართმევთ ენერგიას თქვენს შიშებს.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შიში მთელს თავის ენერგიას მხოლოდ თქვენგან იღებს. მის გასანადგურებლად მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, შეწყვიტოთ მასზე ფოკუსირება და შექმნათ ახალი წარმოდგენა, დაინახოთ მომავალი ვიზუალიზაციისა და აფირმაციის მეთოდების გამოყენებით და თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ.

| გააზიარე
მოგწონთ?