ცნობილი ადამიანების თვალით დანახული ბედნიერება


ბედნიერება სუბიექტური სიტყვაა. ზოგიერთისთვის ის პროფესიული მიზნების მიღწევასთან ასოცირდება, ზოგისთვის ფინჯანი ყავაც საკმარისია, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. იმისათვის, რომ ვიპოვოთ ის, ჯერ უნდა განვსაზღვროთ რა გვხდის ბედნიერს, შემდეგ კი დავიწყოთ მისი ძიება.

თუ თქვენც ბედნიერების მაძიებელთა რიცხვში შედიხართ,  ეს გამონათქვამები აუცილებლად  დაგეხმარებათ მის უფრო მარტივად პოვნაში.
 

  • ''ზოგიერთი ადამიანი ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს არა იმის გამო, რომ ვერასდროს პოულობენ მას, არამედ იმიტომ, რომ ავიწყდებათ გაჩერდნენ და დატკბნენ მისით'' - უილიამ ფითერი
  • ''მნიშვნელოვანი ის კი არაა, თუ რამდენი გვაქვს, არამედ ის, თუ რამდენად შეგვიძლია რაც გვაქვს იმით ვიყოთ ბედნიერი''- ჩარლზ სპურგიონი
  • ''მე ვცდილობ ნებისმიერ სიტუაციაში, რაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, შევინარჩუნო ბედნიერება'' - მართა ვაშინგტონი
  • ''ბედნიერებაა, როდესაც რასაც ფიქრობ, რასაც ამბობ და რასაც აკეთებ - ერთმანეთთან ჰარმონიაშია'' - მაჰათმა განდი
  • ''თუ გინდა იყო ბედნიერი - იყავი''- ლევ ტოლსტოი
  • ''ეცადე, რომ გახადო მინიმუმ ერთი ადამიანი დღეში ბედნიერი. თუ არ შეგიძლია ეს საქმით გააკეთო, მაშინ კეთილი სიტყვა უთხარი, თუ კეთილი სიტყვის თქმა არ შეგიძლია, მაშინ უბრალოდ  ფიქრით სცადე. მთავარია, დაითვალე ან თუ შეგიძლია, გაზომე, რამდენ ადამიანს მოუტანე ბედნიერება და შენც ბედნიერი გახდები ამით'' - ლორენს ლოვასკი
  • ''არა მოვლენებს, არამედ მხოლოდ ჩემს თავს შეუძლია, რომ გამაბედნიეროს. მე თვითონ ვირჩევ ვიყო თუ არა კარგ განწყობაზე. წარსული უკან დარჩა, ხვალინდელი დღე ჯერ არ დამდგარა, ამიტომ მხოლოდ ერთი დღე მაქვს და მე ნამდვილად ვაპირებ, რომ ამ დღეს ბედნიერი ვიყო'' - გრუჩო მარკსი
  • ''სადაც არ უნდა იყო, ყველგან შეგიძლია ბედნიერების პოვნა''- ჯოელ ოსტინი
  • ''ბედნიერება მოთავსებულია კრეატიულ მცდელობასა და შედეგით სიამოვნებას შორის'' - ფრანკლინ დ. რუზველტი
  • ''ყოველი დღე სიურპრიზებით არის სავსე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდის ისინი ჩვენთან, თუ ველოდებით და მზად ვართ დასახვედრად. ნუ შეგეშინდებათ მათი'' - ჰენრი ნოუვენი
  • ''იყავი ბედნიერი ამ მომენტით. ეს მომენტია შენი ცხოვრება'' - ომარ ხეიმი
  • ''იფიქრე ყველანაირ მშვენიერებაზე, რაც შენს გარშემოა და უბრალოდ იყავი ბედნიერი''- ანა ფრანკი.

გისურვებთ, რომ  უფრო ხშირად იპოვოთ ბედნიერება. თუ თქვენც გაქვთ საყვარელი ფრაზა, რომელიც მუდმივად გეხმარებათ ამ პროცესში, გაგვიზიარეთ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?