თუ უკეთესი ცხოვრება გსურს!


ყველას გვინდა წარმატების მიღწევა, მაგრამ მხოლოდ უმცირესობას ენიჭება ეს ბედნიერება, რატომ უმცირესობას? როგორ მივაღწიოთ წარმატებას და რაში იმალება წარმატების საიდუმლო? ეს ჩვენი დროის ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი კითხვაა.

 

„წარმატების საიდუმლო“

წარმატების საიდუმლო ჩვენში უნდა ვეძებოთ, ჩვენში იმალება უდიდესი პოტენციალი, ნიჭი, ძალა, მხოლოდ და მხოლოდ გამოყენებაა საჭირო. უბრალოდ ყველა ვერ ახერხებს ამ რესურსების სწორად და ეფექტიანად გამოყენებას.

 

რაში მდგომარეობს პრობლემა? რა გვიშლის ხელს წარმატების მიღწევაში?

პასუხი ისევ მარტივია, ჩვენ თავად ვუქმნით საკუთარ თავს ბარიერებს, როდესაც არ გვწამს ჩვენი შესაძლებლობების და ჩვენ თვითონვე შეგვაქვს ეჭვი საკუთარ თავში. ყველა ადამიანი უნიკალურია და ყველა ადამიანს შეუძლია წარმატების მიღწევა, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ხასიათზე, ნებისყოფაზე, მოტივაციის დონეზე, მსოფლმხედველობაზე და იმაზე, რამდენად გვჯერა რომ მივაღწევთ დასახულ მიზნებს. ბევრი ადამიანი საკუთარ თავს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ჰქონდეს დიდი ამბიციები, ალბათ იმიტომ, რომ შეუძლებელი ან არარეალური ჰგონია დიდი ამბიციებისთვის ბრძოლა, ზოგი თავისი მცირე მატერიალური პირობების გამო ფიქრობს ასე, ზოგს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება მწვერვალების დაპყრობა და ფიქრობს ეს რჩეულების ხვედრია, აი ეს გარემო და ეს შეხედულება არის პირველი დამაბრკოლებელი ბარიერი წარმატების გზაზე.

 

მოითხოვეთ ცხოვრებისგან მაქსიმუმი

ყველაზე დიდი შეცდომაა მცირედით დაკმაყოფილება და უარის თქმა მწვერვალზე სვლისთვის. ცხოვრება მოგვცემს იმდენს, რამდენსაც მოვითხოვთ. ჩვენი ცხოვრება იმ მიმართულებით წავა, საითაც ჩვენ წავიყვანთ, ჩვენს ხელშია ცხოვრების სადავეები, ამიტომ მივცეთ სწორი მიმართულება, ნუ შეგვეშინდება დიდი მიზნების და ამბიციების.

 

შეინარჩუნეთ ენთუზიაზმი ყოველთვის

არ აქვს მნიშვნელობა რა ტემპით მიდიხართ, მთავარია, მიდიოდეთ წინ და უხლოვდებოდეთ მიზანს, ნებისყოფა და მოტივაცია თავისას გააკეთებს. არ მოექცეთ არავის გავლენის ქვეშ, არ დაგაბრკოლოთ ბანალურმა ფრაზებმა, რომლებიც წარუმატებელი და ბანალური ადამიანების მხრიდან გვესმის, არ შეგვაფერხოს ხანმოკლე და მცირე ჩავარდნებმა, ყველა წარუმატებლობა უნდა იყოს გაკვეთილი და პრაქტიკა, რომელიც ისევ ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ, არ დავკარგოთ ენთუზიაზმი საქმის კეთების დროს წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი. არ აქვს მნიშვნელობა განათლების დონის უთანასწორობას, საწყის კაპიტალს, მატერიალურ დონეს, მთავარია, რამდენად გვსურს მივაღწიოთ წარმატებას, ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი.

 

შევხედოთ საკუთარ თავს, როგორც განსაკუთრებულს

სურვილი და ბრძოლისუნარიანობა აუცილებლად მოგვაძებნინებს გზას, რომელიც მიგვიყვანს მწვერვალამდე. აიმაღლეთ თვითშეფასება, რადგან უნიკალურები ხართ, დაისახეთ დიდი მიზნები, რადგან სრულიად რეალურია მათი რეალიზაცია, ნუ იტყვით უარს საუკეთესოზე, არ დაკმაყოფილდეთ მცირედით და რაც მთავარია, არ დახარჯოთ უსარგებლოდ თქვენი შინაგანი რესურსები და გამოიყენეთ მაქსიმალურად თქვენი პოტენციალი. ჩვენ არ ვიცით როდის, დღეს, ხვალ, ზეგ თუ რამოდენიმე თვის შემდეგ, ამის პროგნოზირება არ შეგვიძლია, მაგრამ იცოდეთ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. როგორ და როდის ამის განსაზღვრა რთულია, მაგრამ განსაზღვრა იმისა, რომ წარმატებას მიაღწევთ, სრულიად შესაძლებელია.

| გააზიარე
მოგწონთ?