ცნობილი კომპანიების წარმატების საიდუმლო


ნებისმიერი საქმის წარმატებით განხორციელებაში დიდი როლს ასრულებს მის შემსრულებელთა ერთიანობა, გუნდურობა.

გუნდურობაზე საუბრისას ყოველთვის მახსენდება გადამფრენი ფრინველები. საოცარია მათი ერთიანობაში გამოხატული გონივრული თანმიმდევრულობა. მათ აქვთ გარკვეული მიზანი - გადაფრინდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე, დასახული მიზნის მისაღწევად კი ერთ მთლიან გუნდად იკვრებიან. ცხოვრებაშიც ასე უნდა იყოს. ადამიანებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რამდენად დიდი ძალა აქვს გუნდურობას.

ნებისმიერი კომპანიის წარმატების ერთ-ერთი საკვანძო მომენტი კარგად შეკრული გუნდია, როდესაც სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების ადამიანები ერთმანეთს აბალანსებენ და საერთო მიზნის მისაღწევად ერთიანდებიან. 

გუნდურობაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ წარმატებული ადამიანების გამონათქვამები ამ ცნების შესახებ:


●„ერთად შეკრება - დასაწყისია. ერთად მუშაობა - პროგრესი. ერთობის შენარჩუნება კი - წარმატება" - ჰენრი ფორდი

●„საყოველთაო საქმის პირადი ერთგულება არის სპორტული ჯგუფის, კომერციული კომპანიის, საზოგადოებისა თუ ცივილიზაციის წარმატების საწინდარი“ - ვინს ლომბარდი

●„არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია იყოს იმაზე ჭკვიანი, ვიდრე ყველა ჩვენგანი ერთად“ - კენ ბლანშარდი

●„გუნდის ძალა - მის თითოეულ ინდივიდშია. თითოეული ინდივიდის ძალა - გუნდშია“ - ფილ ჯექსონი

●„უნდა იმუშაოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა და არა როგორც ერთეულების თავყრილობამ“ - ჯონ კოტერი

●„თამაშში ნიჭი, ტალანტი იმარჯვებს, ჩემპიონატში კი გუნდურობა“ - მაიკლ ჯორდანი

●„ჩემთვის წარმატებული ბიზნესის მოდელს ბიტლზების მაგალითი წარმოადგენს. ამ ადამიანებმა დააბალანსეს ერთმანეთი. ფაქტია, საერთო ჯამში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ცალ-ცალკე. ბიზნესშიც იგივეა: დიდი საქმეები ბიზნესში, არასდროს უკეთებია მხოლოდ ერთ პიროვნებას - ისინი ადამიანთა გუნდის მიერ იქმნება“ - სტივ ჯობსი


გუნდი საერთო საქმეს ემსახურება, ამისათვის კი აუცილებელია, თითოეულმა წევრმა თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს. კომპანიაც ფრინველთა გუნდის მსგავსად, შესაძლოა ერთ სახეს წარმოადგენს, მაგრამ მის უკან მრავალი განსხვავებული ინდივიდი მოიაზრება. შესაბამისად, თითოეული წევრი მზად უნდა ოყოს, რათა ბოლომდე მიუძღვნას საკუთარი თავი გუნდს - ამ შემთხვევაში წარმატება გარანტირებულია!

 

სალომე მარშანია

 

| გააზიარე
მოგწონთ?