როგორ მოქმედებს ჩვენი ფიქრები ჩვენს ცხოვრებაზე?


ოდესმე გიფიქრიათ საიდან მოდის ჩვენი შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე? ჩვენი ტვინი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ერთი დიდი მღვიმე, რომელიც სავსეა სხვა პატარა ორმოებით. ჩვენი შეხედულებები და აზრები მუდმივი ფიქრის შედეგად გონებაში დაილექა, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური სახით. სადღაც თქვენი შეხედულებებია ოჯახზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე. სადღაც კი პოლიტიკის, რელიგიის და შეიძლება თქვენი უფროსის ვარცხნილობის კუთხეა. ეს ყველაფერი მიმოფანტულია გონებაში და ყველა მათგანი ზომით განსხვავებულია. ისინი ჩვენი ფიქრების საშუალებით იზრდებიან.

ზოგიერთი ჩვენი შეხედულება დროთა განმავლობაში იმდენად გაიზარდა და გამყარდა, რომ მისი დანგრევა შეუძლებელია, ზოგიერთი კი ძალიან სუსტია და ადვილად ტყდება. გონების-მღვიმე შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ კარგად ასახავს, თუ როგორ მოქმედებს ჩვენს შეხედულებებზე მუდმივი ფიქრი.

თუ თქვენ მუდმივად იფიქრებთ პოზიტიურად, მაშინ თქვენი შეხედულებებიც პოზიტიურად ჩამოყალიბდება. იგივე შეიძლება ითქვას ნეგატიურ აზროვნებაზეც. თუ თქვენ მუდმივად იფიქრებთ, რომ გეშინიათ, ან ვერ შეძლებთ წარმატების მიღწევას, თქვენს ტვინში გაჩნდება კუთხე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგახსენებთ, რომ სუსტი პიროვნება ხართ და წარმატება თქვენთვის მიუღწეველია.

ახლა, შეიძლება ფიქრობთ, რომ ბევრი რამ, რისიც გწამთ  ბავშვობაში სხვადასხვა ადამიანის ზეგავლენის დამსახურებაა და დიდი არჩევანი არც გქონიათ. მართალია, შეიძლება თქვენს შეხედულებებზე ზეგავლენას სხვა ადამიანები ახდენდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ტვინში იმ სახით ილექება, რა ფორმითაც ვფიქრობთ. სხვა ადამიანების აზრი ჩვენს გონებაში სხვა გზით ვერ მოხვდება.

მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თუ თქვენი ტვინი გარშემორტყმულია დიდი რაოდენობით ტოქსიკური ფიქრებით, გარწმუნებთ, რომ თქვენ უკვე ქმნით შეხედულებების არაჯანსაღ სისტემას. თქვენი შეხედულება კი ქმნის თქვენს ცხოვრებას. იფიქრეთ ამაზე.


ფიქრია ექვთიმიშვილი

წყარო: www.bit.ly
 

| გააზიარე
მოგწონთ?