თვითდისციპლინის ძალა


ფუტკარი, სახელად ბერტა, სხვა ფუტკრებთან ერთად სკის გარშემო დაფრინავდა და ბზუოდა. უცაბედად მათ სკას დათვი მიუახლოვდა, რომელიც თაფლს ეძებდა. მწერმა როგორც კი დაინახა მსუნაგი ცხოველი, სკის გადასარჩენად ნესტარი ჩააჭო. ბერტამ ნესტრის ამოღება ვეღარ მოახერხა და მალევე მოკვდა. ამ ამბიდან ჩანს, რომ ბერტას არ ჰქონდა არჩევანი, მრავალწლიანი ევოლუციის შედეგად იგი ისე იყო მოწყობილი, რომ უნდა ეკბინა მტრისთვის, ეს იყო მისი ბიოლოგიური რეაქცია. ფუტკრები საკუთარი ბიოლოგიის პატიმრები არიან.

ფუტკრებისგან განსხვავებით, ადამიანს აქვს უნარი, მისი ბიოლოგია შეცვალოს თვითდისციპლინით. მაგალითად, მას სურს, შექმნას კარიერა საყვარელი საქმით, ჰქონდეს ჯანმრთელი სხეული, მიაღწიოს მიზნებს, თუმცა ამ გზაზე იგი დუნდება მოკლევადიანი სიამოვნებებით, როგორიცაა მაგალითად: არაჯანსაღი კვება, ვიდეოთამაშები, ინტერნეტდამოკიდებულება და სხვა.

ადამიანის ჩვევები გასაზღვრავს მისი ცხოვრების ხარისხს. თუ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს ცუდი ჩვევები, ვერ მიაღწევს წარმატებას, ვერ დადებს შედეგს და არ იქნება საკუთარი თავით კმაყოფილი. ასეთ დროს იგი არის კომფორტის ზონაში, რასაც შემდეგ მოყვება სინანულისა და თვითგვემის გრძნობა. მაგრამ, თუ იმოქმედებს სასარგებლოდ, ეს გახდის მის გონებას უფრო ცნობიერს და ჩამოუყალიბებს მაღალი დონის განცდებს, იგრძნობს თავს ძლიერად, ხალისიანად, გახდება თავდაჯერებული. თუნდაც ისეთ დეტალებს, როგორიცაა დილით ადრე ადგომა, ფიზიკური ვარჯიში, ჯანსაღი საუზმე, მედიტაცია ან სამსახურში ზუსტ დროს მისვლა,  შეუძლია ადამიანის ცხოვრების შეცვლა.

რა არის თვითდისციპლინა?

  • თვითდისციპლინა არის ადამიანის უნარი, იყოს პროდუქტიული, ორგანიზებული და მოწესრიგებული. ის შეიძლება, გამოვლინდეს ისეთი ფორმით, როგორიცაა გამძლეობა, თავშეკავება, მოთმინება და გადაწყვეტილებების შესრულების უნარი.
  • თვითდისციპლინა ნიშნავს თვითკონტროლს, ყველაფერი არაჯანსაღის თავიდან აცილების შესაძლებლობას. მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია მყისიერ კმაყოფილებასა და სიამოვნებაზე უარის თქმის უნარი უფრო დამაკმაყოფილებელი შედეგების სასარგებლოდ, თუნდაც ეს მოითხოვდეს დიდ ძალისხმევას და დროს.

”თვითდისციპლინა იწყება თქვენი აზრების ათვისებით. თუ არ აკონტროლებ იმას, რასაც ფიქრობ, ვერ აკონტროლებ იმას, რასაც აკეთებ. უბრალოდ, თვითდისციპლინა საშუალებას გაძლევთ, ჯერ იფიქროთ და შემდეგ იმოქმედოთ” (ნაპოლეონ ჰილი).

  • თვითდისციპლინირებული ადამიანი პუნქტუალურია, უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს იმაში, რასაც აკეთებს, აკონტროლებს თავის ცხოვრებას, ისახავს მიზნებს და კონკრეტული ნაბიჯებს დგამს მათ მისაღწევად.

"დისციპლინა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვაკეთოთ საქმეები, როდესაც ეს არ გვინდა" (არდენ მალბერგი).


წყარო

https://www.successconsciousness.com/blog/category/inner-strength/

https://www.actualized.org/

 

| გააზიარე
მოგწონთ?