14 რამ, რისი თქმაც მასწავლებლებს სურთ, მაგრამ ვერ გვეუბნებიან


იმისათვის, რომ მასწავლებლებმა შეინარჩუნონ კლასში წესრიგი და შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, ზოგჯერ ვერ ახერხებენ საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათ გაცილებით ბევრი რამის თქმა სურთ, ვიდრე გვეუბნებიან. 50-ზე მეტმა მასწავლებელმა გაბედა და გაგვიზიარა ის, რისი თქმაც გულწრფელად სურთ ჩვენთვის.

 

1.ყველა ის თეორიული მასალა, რასაც სწავლობთ, ზოგჯერ არც ისე მნიშვნელოვანია

უმეტესად, მთავარი არა თეორიული მასალა, არამედ კლასში შესრულებული დავალების შედეგად გამომუშავებული უნარ-ჩვევებია. თქვენ სწავლობთ, თუ როგორ იმსჯელოთ სწორად, დაამყაროთ კომუნიკაცია, მოუსმინოთ სხვებს და აიღოთ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე. შესაბამისად, თქვენ ხდებით დამოუკიდებელად მოაზროვნე ადამიანები. 
 

2.ნუ უშვებთ შესაძლებლობებს ხელიდან

მე მიყვარს ჩემი საქმე და გულწრფელად მსურს, რომ დაგეხმაროთ, მაგრამ ამისათვის თქვენი მცდელობაა საჭირო. თქვენ შესაძლოა ვერც კი გააცნობიეროთ სკოლის მნიშვნელობა, მაგრამ იცოდეთ, რომ სკოლა გაძლევთ შანს მიიღოთ განათლება, რომლის მეშვეობითაც თქვენ წინ ყველა კარი გაიღება. არ გაუშვათ შანსები ხელიდან და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები.

 

3.სამყარო შესაძლოა ულმობელიც აღმოჩნდეს

დაიმახსოვრეთ, რომ იმაზე მეტი ხართ და შეგიძლიათ, ვიდრე ამას სხვები გეუბნებიან.

 

4.ზოგჯერ უფროსებმაც კი არ იციან, რა უფრო უკეთესია

ზოგჯერ მშობლებიც ცდებიან და დიდი სურვილი მაქვს, ამის თქმა შემეძლოს.

 

5.თქვენს ცოდნას ტესტის შედეგები არ განსაზღვრავენ

ეს სტანდარტიზებული ტესტირებები, რომლებსაც ჩვენ ვადგენთ, არ საზღვრავენ თქვენს მომავალს. არც მე მომწონს ეს ტესტირებები, ისინი სტრესულ განწყობას მიქმნიან.

 

6.არ შეგეშინდეთ დამარცხების!

მე აქ ვარ, რომ დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში.

 

7.ძალიან მიყვარხართ...

მაგრამ შეიძლება არ მოგეწონოთ, თუ ჩემი ემოციების გამოხატვას დავიწყებ.
 

8.ჩვენც ადამიანები ვართ

მეც ისევე ვნერვიულობ სასწავლო წლის დასაწყისში, როგორც თქვენ.

 

9.არ დახარჯოთ დიდი ძალისხმევა უმნიშვნელო დეტალებზე

გისურვებთ სკოლის წლების ლაღად გატარებას. გახსოვდეთ, რომ ბავშვები ხართ!

 

10.იყავით კეთილები

იყავით თავაზიანები ადამიანების მიმართ, სანამ ამის შესაძლებლობა გაქვთ, რადგან გავა დრო და ამას ინანებთ.

 

11.სწავლა არ იქნება მუდამ სასიამოვნო, სახალისო

ვიცი, რომ არსებობს თქვენთვის უინტერესო საკითხები, რომლებიც აუცილებელია, რომ გასწავლოთ.

 

12.მეც დამოკიდებული ვარ ჩემს ტელეფონზე

ჩემს თავს ხშირად ვებრძვი, რომ მუდამ თვალი არ გამექცეს მისკენ. 

 

13.საშინაო დავალებები არც ჩვენ მოგვწონს დიდად

დიახ, ეს ასეა. რომ იცოდეთ, ჩვენ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს დასვენების დღეებში, ვიდრე თქვენ.

 

14.მე თქვენ გაფასებთ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს

ვიცი, რომ ყველანი ინდივიადუალი პიროვნებები ხართ, საკუთარი პერსპექტივებითა და პრობლემებით, მაგრამ თქვენ ჯერ მაინც პატარები ხართ.

 

რუსუდან დარსალია

businessinsider.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?