ოცნების რეალური კიბე


ოცნება არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ცნება, თუ გონების პრიზმაში გავატარებთ, დავინახავთ მისი ახდენის არაერთ ''სხივს'', მთავარია მართებულად ავირჩიოთ მისკენ სავალი გზა, მივყვეთ არიადნეს ძაფივით და გვჯეროდეს, რომ შეუძლებელი არაფერია, ოცნებები ხდება და აი როგორ:

  • საჭიროა დიდი სურვილი, რომ ავიხდინოთ ოცნება;
  • მონდომება, დასაწყისისთვის მარტივი, თუნდაც უმნიშვნელო ნაბიჯით დაწყება მასთან მისაახლოებლად;
  • არ დანებება! მცდელობა (თუნდაც რამდენიმე) თუ კრახით დამთავრდა, ეს არ უნდა იყოს მიტოვების და ხელის ჩაქნევის მიზეზი, პირიქით, ეს უნდა იყოს დაჟინება, გამოწვევა, რომ ''მე ეს შემიძლია, კიდევ ვცდი და ვერაფერი შემაჩერებს!“
  • თვითრწმენა! თავდაჯერებულობა! არ უნდა დაუშვა ოდნავი ეჭვიც კი, რომ ამაოა... და კი არ უნდა სცადო, უნდა გააკეთო;
  • ინფორმაციულობა! მოიძიო ყველანაირი ინფორმაცია იმ საკითხზე, რაც ოცნების საგანია, ამოარჩიო კომპეტენტური და ეფექტური მასალა და იმოქმედო (როგორც ერთ-ერთი ვარიანტი.)
  • სწავლა! საფუძვლიანად ისწავლე ის სიახლე, რასაც საჭიროება მოითხოვს და დაეხმარე საქმის წინსვლას;
  • იდეა ფიქრად და მოტივაციად უნდა გაიხადო ოცნება, იმის რწმენით, რომ ეს მიღწევადია;
  • დრო და გარემოება უნდა გამოიყენო სრულფასოვნად, საჭირო დროს, საჭირო ადგილს ყოფნა, არის შანსი, რომელსაც გონიერი ადამიანი ხელიდან არ გაუშვებს და თავის საკეთილდღეოდ გამოიყენებს.


ყველა ეს წინაპირობა, მოამწიფებს სიტუაციას ერთი შეხედვით მიუწვდომელი ოცნების მიზნად გარდაქმნისთვის, რაც უკვე ნახევრად ახდენის ტოლფასია.

 

| გააზიარე
მოგწონთ?