როგორ მოვიყვანოთ ჯადოსნური ახალი წელი?!


ქუჩაში ფერადი ნათურების ანთება ნიშანია იმისა, რომ ეს წელი ილევა და  სამყარო ახალ წელს ელოდება. 

ახალ წელს თან ახლავს დიდი მოლოდინი უკეთესი მომავლის, მაგრამ ხშირად ყოველდღიური რუტინა ამძიმებს ადამიანების განწყობას, ამიტომ საახალწლო განწყობის არქონა იწვევს დღესასწაულის გაუფერულებას. მისი შეცვლა და გაფერადება კი თქვენვე შეგიძლიათ, ან მოსაწყენად და ჩვეულებრივად გაატარებთ, ან მრავალფეროვან და ჯადოსნურ ახალ წელს მოიყვანთ. არჩევანი თქვენზეა.

„ჯადოსნური“ ახალი წლის მოსაყვანად მთავარია განწყობა და მნიშვნელოვანია გჯეროდეთ, იწამოთ, რომ სასწაულები ხდება. გულწრფელი ოცნებები და სასწაულიც ხდება იქ, სადაც მისი სჯერათ. საახალწლო განწყობა შეიქმენით თქვენში. ასევე გაითვალისწინეთ რამდენიმე დეტალი, რაც ხელს შეუწყობს თქვენი და ირგვლივ მყოფთა სადღესასწაულო განწყობის ამაღლებას:

· სახლის მოსართავად მოუხმეთ კრეატივს, ბევრი ნათელი ფერები შეიტანეთ, ირგვლივ ყველაფერი ახალი წლის მოსვლას უნდა იუწყებოდეს.

· მისწერეთ წერილი სანტას, მერე რა, რომ ბავშვი აღარ ხართ. გაანდეთ მას თქვენი ოცნებები. ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს კი ჩაიფიქრეთ სურვილი.

· მოუმზადეთ საჩუქრები მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს. თუ იტყვით, რომ ამისთვის საკმარისი ფული არ გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ უბრალო მისალოცმა ბარათმაც კი შეიძლება გაახაროს ბევრი ადამიანი.

· მიულოცეთ და დღესასწაული აღნიშნეთ საყვარელი ადამიანების წრეში, აჩუქეთ მათ დადებითი ემოციები.

· მოუსმინეთ სასიამოვნო მელოდიებს, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. უყურეთ ფილმებს, რომელიც სადღესასწაულო ატმოსფეროს უხდება.

· ნუ შეგეშინდებათ სუსხიანი ზამთრის, ისეირნეთ საახალწლოდ მორთულ ქუჩებში, დაიჭირეთ წამი და დატკბით სილამაზით,  ყოველი წამის მშვენიერებით.

· რაც ყველაზე მთავარია - შეიყვარეთ თქვენ ირგვლივ ადამიანები, შეიყვარეთ საკუთარი თავი,  შეიყვარეთ ცხოვრება და სამყაროც ჯადოსნურ ემოციებს გაჩუქებთ!

| გააზიარე
მოგწონთ?