რა განაპირობებს წამატებას?


ზოგი თვლის, რომ წარმატების მიღწევა შეუძლებელია თუ ამისკენ ვინმე ან რამე არ გიბიძგებს, ზოგი ფიქრობს, რომ  წარმატებულ ადამიანებს უბრალოდ გაუმართლათ და საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩდნენ. როგორია სინამდვილეში მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანების წარსული? სტატისტიკის მიხედვით,მსოფლიოს ყველაზე წარმატებული და მდიდარი ადამიანების 80%-მა პროცენტმა ნულიდან დაიწყო კარიერა. ისინი არ დაბადებულან მდიდარ ოჯახებში, არ უსწავლიათ წამყვან უნივერსიტეტებში, მეტიც, ზოგიერთი მათგანი სკოლას ტოვებდა, რათა ოჯახი შეენახა. 

ჯოფ ბეზოსი amazon.com-ის დამაარსებელი ზაფხულობით ოჯახს ფერმაში ეხმარებოდა, ხოლო დანარჩენი პერიოდის განმავლობაში მაკდონალდსში მუშაობით ირჩენდა თავს.  ამ პირობების მიუხედავად, ბეზოსი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო კომპიუტერებით. მან პირველი ლაბორატორია მშობლების სათავსოში მოაწყო. პირველი ბიზნესი სკოლის პერიოდში წამოიწყო და გახსნა საგანმანათლებლო, საზაფხულო ბანაკი დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის. მისი კარიერა ბევრ წარმატებას ითვლის, მაგრამ განსაკუთრებული აღიარება ინტერნეტ მაღაზიამ მოუტანა. ბეზოსი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია.

ჰოვარდ შულცი ღარიბთათვის განკუთვნილ კომპლექსში გაიზარდა. შულცსმა ბავშვობიდანვე იცოდა, რომ ცხოვრებაში რაღაც უნდა შეეცვალა. საკუთარ თავს ქალაქის მეორე მხარეს ხედავდა, სადაც ხალხი უფრო ბედნიერად ცხოვრობდა. დიდი შრომის შემდეგ ის „სტარბაკსის“ ხელმძღვანელი გახდა. მალევე შეიძინა იმ კომპანიის წილი, რომელიც იმ დროისათვის სულ 60 მაღაზიას ფლობდა. დღეს კომპანიის მფლობელობაში 23000-ზე მეტი მაღაზია-ყავის სახლია და ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ასეთი ზრდა ჰოვარდ შულცსის დამსახურებაა. თავად შულცსი კი ამ დროისთვის 2$ მილიარდის მფლობელია.

ოპრა უინფირი ასევე ღარიბ ოჯახში დაიბადა. მისი ბავშვობა განსაკუთრებით მძიმე იყო, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა 19 წლის ასაკში პირველი შავკანიანი ტელეწამყვანი გამხდარიყო და დღეს ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალბატონია. (2,9$ მილიარდი)

ეს ადამიანები საქმიანობით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი რამ - ისინი არ დაბადებულან შეძლებულ ოჯახებში და არ ჰქონიათ  ხელშეწყობა, მაგრამ მათ გააჩნიათ მთავარი - საქმისადმი სიყვარული. ყველა წარმატებულ ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს თავისი საქმე და მუშაობის პროცესით  სიამოვნებას იღებს. თქვენი საქმიანობა ამავე დროს თქვნი გატაცებაც უნდა იყოს, მხოლოდ ასე მიაღწევთ  წარმატებას.

ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც იბადები მდიდარ, წარმატებულ ოჯახში და გაქვს არაჩვეულებრივი კავშირები, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დასრულდა. თქვენ წინ გეშლებათ შესაძლებლობების ზღვა, არე, სადაც შეგიძლიათ გახდეთ ის, ვინც თქვენ გინდათ. მნიშვნელოვანია აკეთოთ საქმე, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ. ამისთვის მთავარია გქონდეთ მიზანი და მისკენ სწრაფვის მოტივაცია.


ფიქრია ექვთიმიშვილი 

 

| გააზიარე
მოგწონთ?