ახალი რჩევები საუკეთესო ძილისათვის


ჯანმრთელი, ბედნიერი და ნაყოფიერი ცხოვრების ნამდვილი გასაღები კარგი ძილია, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში შვიდი ან რვა საათი მყარი ძილი არ არის ბევრი ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომი.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უძილობა შეიძლება გახდეს უამრავი უბედურების გამომწვევი მიზეზი. დაწყებული ავტო ავარიით და დამთავრებული მრავალი ქრონიკული დაავადებით.

 

„უძილობა არის მკვლელობის ტოლფასი, როგორც შენთვის ასევე შენი კარიერისთვის.“

 

ძილის ნაკლებობას რომ არ განიცდიდეთ, მიიღეთ სრულყოფილი რჩევები თქვენი ყოველდღიური რეჟიმისთვის:

ყველამ ვიცით ძირითადი ელემენტები საუკეთესო ძილისთვის, მაგალითად: საძინებელ ოთახში უნდა იყოს მშვიდი და მყუდრო გარემო შექმნილი. მაგრამ ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს ყოველდღიური ხრიკები, რომლებითაც შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ძილი.

 

შეზღუდეთ 12 საათიანი კვების ციკლი

ბიოლოგიური ინსტიტუტის Salk-ის კვლევებმა აჩვენა, რომ გვიან ღამით წახემსება იწვევს ცუდ ძილს, წონის მომატებას და მეტაბოლურ დარღვევებს იმ ადამიანებში, ვისაც დიაბეტი აწუხებთ.

ახალი კვლევა დასრულდა Colwell-ის ლაბორატორიაში ვარაუდით, რომ უდროო დროს ჭამა აზიანებს მეხსიერებას და აქვეითებს სწავლის უნარს.

 

„დაიჭირეთ  სხივები დილიდან“

„დილის მზე არის ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი მეთოდი შემდგომში კარგი ძილისათვის.“ - ამბობს რობერტ ს. როსენბერგი, „ძილის დარღვევათა“ ცენტრის დირექტორი (Prescott Valley, Arizona) და ავტორი წიგნისა „ღრმა ძილი ყოველ ღამე, შესანიშნავი შეგრძნება ყოველ დღე.“

 

არ ივარჯიშოთ გვიან

სადილი და შემდეგ გასეირნება ან ხეტიალი კარგია, მაგრამ არ ივარჯიშოთ ძლიერი დატვირთვით სპორტ დარბაზში, ძილამდე სამი საათით ადრე.  ჩვენი სხეულის ტემპერატურა ეცემა, როდესაც ვემზადებით ძილისთვის, ხოლო როდესაც ინტენსიურად ვვარჯიშობთ ტემპერატურა მაღლა იწევს, რაც თავდაყირა აყენებს ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიურ საათს.

 

იქონიეთ გეგმა, რომელსაც ყოველდღე შეასრულებთ

შეიძლება გაგიჭირდეთ ძილის დათმობა შაბათ-კვირას, მაგრამ არათანმიმდევრულ ძილს უფრო მეტად შეუძლია გამოიწვიოს თვლემა და ძილიანობა, ანუ ეს იყოს დროის უქმად დაკარგვა. შაბათ-კვირას ძილის რამოდენიმე საათით გახანგრძლივებას და რეჟიმიდან გადახვევას თქვენთვის სარგებლის მოტანა არ შეუძლია.

 

ძილისწინა რიტუალი

სამწუხაროდ ჩვენს ტვინს არ აქვს „power-off” (გათიშვის) ღილაკი. ამიტომ გონებას სჭირდება ცოტაოდენი დრო, რათა დამშვიდდეს. სასურველია ამ პროცესს ჩვენც მივეხმაროთ - ძალიან კარგია იოგა ან რამოდენიმე ყლუპი გვირილის ჩაი.

მაიკლ ბრეუსი ძილის PH.D სპეციალისტი კალიფორნიის შტატში ამბობს ორ სიტყვას, რჩევის სახით : „დაწექი დაბლა“

ის ასევე გვირჩევს, რომ მატრასის ფასი არ არის  იმის განმსაზღვრელი, რომ კარგად დაგვეძინება. ამავდროულად აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ბალიში, რომელსაც ვიყენებთ ძილისთვის უნდა იყოს მორგებული ჩვენზე. არ უნდა გვტკენდეს კისერს და მისი სისქე უნდა შევარჩიოთ ჩვენი აღნაგობის მიხედვით განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვუჩივით ზურგის ან კისრის ტკივილს.

გამორთეთ სინათლე და ტკბილ ძილს გისურვებთ!

| გააზიარე
მოგწონთ?