10 გზა სიმშვიდის შესანარჩუნებლად


სტრესის და რთული პერიოდის დროს სიმშვიდის შენარჩუნება თქვენი წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ცნობილია, რომ სტრესის დროს თქვენ ზრდით გულის დაავადების და დეპრესიის რისკს, სტრესი კი ამცირებს თქვენს შემეცნებით უნარიანობას.

გთავაზობთ სტრესის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ 10 სტრატეგიას:


1. დააფასეთ ის, რაც გაქვთ!
დაუთმეთ დრო იმაზე ფიქრს, რომ მადლიერი და ამაყი ხართ, სწორედ იმით, რასაც აკეთებთ და რაც გაქვთ. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებმა, რომლებიც მუშაობდნენ ყოველდღიურად იმაზე, რომ დაეფასებინათ ის, რაც ჰქონდათ გაიუმჯობესეს განწყობა, ენერგიულობა და ფიზიკური მდგომარეობა.

2. თავიდან აირიდეთ კითხვა „რა მოხდება თუ?“
მოვლენები სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება სხვადასხვანაირად განვითარდეს. რაც მეტ დროს დაუთმობთ იმაზე ფიქრს, რა შეიძლება მოჰყვეს ამბავს, დაგრჩებათ ნაკლები დრო იმისთვის, რომ მოახდინოთ ფოკუსირება თქვენს ქმედებებზე. ქმედებები გაძლევთ საშუალებას დამშვიდდეთ და აიყვანოთ თქვენი სტრესი კონტროლის ქვეშ.

3. დარჩით პოზიტიური!
დადებითი ფიქრები და ყურადღების გადატანა სხვა პოზიტიურ მოვლენებზე სტრესის ჩანაცვლების საშუალებაა. ამ დროს, იფიქრეთ თქვენს დღეზე, განსაზღვრეთ რა მოხდა კარგი და განეწყვეთ პოზიტიურად.

4. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, განცალკევდით!
დღეს ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას ჩართულები ვიყოთ 24/7 ჩვენს სამუშაო პროცესში, თუმცა მუდმივი კავშირი თქვენს სამუშაოსთან აძლიერებს სტრესს და თქვენ ნაკლებად გაქვთ მისი შეწყვეტის საშუალება. ხანდახან უბრალოდ აუცილებელია ''გახვიდეთ მომსახურების ზონიდან''.

5. შეამცირეთ კოფეინის დოზა!
დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება, ხელს უწყობს ადრენალინის გამოყოფას. თავად ადრენალი კი ორგანიზმში თავდაცვის ინსტინქტს რთავს, რაც გვაიძულებს ვიბრძოლოთ ყოველი საფრთხის შემჩნევისთანავე. ამ დროს საჭიროა შევაფასოთ რამდენად რეალურია საფრთხე და ემოციები მოვთოკოთ.

6. დაიცავით ძილის რეჟიმი!
ამაზე საუბარი არა ერთხელ ყოფილა, მაგრამ მაინც აუცილებელია ითქვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძილი სტრესის მართვისას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოჯერ უძილობა ხდება თავად სტრესის გამომწვევი მიზეზი.

7. არ მისცეთ თავს ნეგატიურად ფიქრის უფლება!
უმეტესწილად პრობლემები, რომლებზეც ჩვენ ვფიქრობთ არის ჩვენი აზრი და არა ფაქტი, რომელზეც ნერიულობა ღირს. ამიტომ ჯობს კარგად დაფიქრდეთ, ის რაზეც ასე ღელავთ ნამდვილად პრობლემაა, თუ უბრალოდ ნეგატიური მიდგომის შედეგია?

8. შეცვალეთ ხედვა!
ზოგჯერ სტრესი გამოწვეულია, ფაქტების არასწორი აღქმისგან. თქვენ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ მოვლენები, მაგარამ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი რეაგირება. შეეცადეთ მოვლენებს სხვა თვალით, სხვა მხრიდან შეხედოთ.

9. ღრმად ისუნთქეთ!
ერთ-ერთი მარტივი გზა დასამშვიდებლად: რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. დიახ, უბრალოდ გამოკეტეთ კარი, დაჯექით და თავიდან მოიშორეთ ყველა ფიქრი, მხოლოდ ღრმად ისუნთქეთ.

10. მიეცით სხვებს უფლება დაგეხმარონ!
იმისათვის, რომ უფრო მშვიდად იგრძნოთ თავი უნდა გაანალიზოთ თქვენი სუსტი მხარეები და საჭიროების შემთხვევაში დახმარება სთხოვოთ მეგობრებს, რომლებიც მუდამ თქვენ გვერდით არიან. ზოგჯერ ჩვენი ემოციების გამო ვერ ვხედავთ პრობლემის გადაჭრის გზას, ამ დროს სხვა ადამიანებმა შეიძლება კარგი იდეები მოგვაწოდონ.


ფიქრია ექვთიმიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?