მიყევი შენს ხმას


როგორ განვმარტავთ წარმატებას? არსებობს ბევრი განსხვავებული ტაქტიკა, როგორ ვიყოთ წარმატებულები, მაგრამ სტრატეგია, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს, არის თქვენივე დამოკიდებულება წარმატების შესახებ. შეიძლება, არ არსებობდეს იდეალური კომბინაცია, თუმცა არსებობს რამდენიმე ეფექტური ნაბიჯი, რომელიც ამ ყველაფრის მიღწევაში დაგვეხმარება.  

გააცნობიერე, ვინ ხარ - როდესაც თქვენი მიზნების მისაღწევად რამდენიმე ეტაპს გაივლით, მოულოდნელად გააცნობიერებთ, რომ თქვენი აზროვნება თქვენი თანატოლებისგან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეგობრები კარგი ადამიანები არიან და მათთან ერთად დროის გატარება გსიამოვნებთ, ამავე დროს თქვენ იწყებთ იმ ადამიანებისკენ სწრაფვას, რომლებთანაც საერთო  მიზნები გაკავშირებთ. სწორედ ესაა წარმატება, ის თქვენი გონების განბლოკვის მეთოდია. ეს არის ის, რამაც შეიძლება ის ადამიანიც კი აამაღლოს, რომელსაც მარცხის შემდეგ წამოდგომა წარმოუდგენლად მიაჩნია.

დაისახეთ მიზანი და არა - რუტინა - მაშინაც კი, როდესაც სამუშაოს შესრულება არაპრაქტიკული და მოუხერხებელია, ეცადეთ, იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილი შეიძლება, იყოს ეს სხვისთვის მნიშვნელოვანი შიდა ურთიერთობების დამყარებით ან მომხმარებლებისთვის ღირებულებების შექმნით.

ეძებე ეფექტური ჯილდოები - მიზნის მიღწევა ადამიანს მოდუნების საშუალებას აძლევს, რაც მას უკან აბრუნებს, მნიშვნელოვანია, დაიმახსოვრო, ვისთვის აკეთებ ამ ყველაფერს.

თუ სამსახურში წარმატებული კვირის შემდეგ სამუშაოში ნაკლებ ძალისხმევას ჩადებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენს მიერ შექმნილი დადებითი შთაბეჭდილება უკვე აღარ არსებობს.

განიცადე პროგრესი - წარმატება მოგზაურობაა და არა - დანიშნულების ადგილი. ცხოვრებაში რაც არ უნდა იყოს შენი მიზანი, ფოკუსირდი პროგრესის და არა უშუალოდ მიზნის მიღწევაზე.

დააფასე მნიშვნელოვანი მომენტები - არ არსებობს წარმატებისკენ მიმავალი სწრაფი და სწორი გზა. ყველას სურს, იყოს ბედნიერი და წარმატებული, თუმცა მხოლოდ რამდენიმეს სურს ამაში ძალისხმევის ჩადება. შეუპოვრობაა ის, რაც წარმატების გემოს უფრო ტკბილს ხდის.

მეტი დრო იმისთვის, რა გინდა - ადამიანების უმეტესობა თავისი წარმატების გასაზომად წლიურ შემოსავალს იყენებს. თუმცა სიმდიდრე არ იზომება იმით, რამდენს გამოიმუშავებ, არამედ - იმით, რამდენ ხანს შეგიძლია, იცხოვრო მუშაობის გარეშე. ყველას მოსწონს იმაზე ფიქრი, რომ მდიდარი იყოს, მაგრამ, როდესაც ნამდვილად მიაღწევ ამას, შენს ირგვლივ მთელი სამყარო იცვლება.

და ბოლო ნაბიჯი, არმიის სწავლება - როდესაც მასიურ წარმატებას მიაღწევთ, თქვენს კარიერაში შემდეგი ნაბიჯი იქნება საკუთარი გამოცდილების გაზიარების სურვილი იმათთვის, ვინც ამ ყველაფრისკენ ისწრაფვის. ის რთული გზა, რომელიც გაიარე, შენი დახმარებით სხვებისთვის უფრო მარტივი აღმოჩნდება.

| გააზიარე
მოგწონთ?