რას ამბობს ჩვენი ხელნაწერი ჩვენ შესახებ


ადამიანის ხელწერა ისეთივე უნიკალურია, როგორც თვითონ ადამიანი. ალბათ იცით, რომ ჩვენი ხელწერის ვიზუალით უამრავი ინფორმაციის ამოკითხვა შეიძლება. ვიზუალში იგულისხმება ხელნაწერის დახრილობა, ფორმა, სიგრძე, ზომა და ა.შ. შევეცდები მოგაწოდოთ სტანდარტულ ინფორმაცია, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ზედაპირული ანალიზი და მხოლოდ მასზე დაყრდნობით ადამიანისთვის დიაგნოზის დასმა არ კმარა. გრაფოლოგია ძალიან ღრმა მეცნიერებაა, შესაძლოა ერთი ინფორმაცია სხვა ფაქტზე მიანიშნებდეს და ა.შ. ამიტომ  მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია ზუსტი დასკვნა მოგაწოდოთ ხელწერის შესახებ. 

 

●ხელწერის ზომა: გაშლილი - გლობალურ აზროვნებაზე მიგვანიშნებს, ხოლო კომპაქტური - პირიქით.

●ხელწერის ფორმა: მომრგვალებული ასოებით - გულკეთილი, გაწონასწორებული, უბრალო, მხიარული ადამიანები წერენ.

●მახვილკუთხა ასოებმა ორი მიმართულებით შეიძლება წაგვიყვანოს, რომლებიც ხშირად ერთმანეთთანაა შეხამებული: აგრესიულობა და ძალიან მაღალი ინტელექტი. 

●კუთხოვან ხელწერას - დამოუკიდებელი, ჯიუტი, მკვეთრი და იმპულსური ადამიანები იყენებენ. ასეთ პიროვნებებს ხშირად სხვების მართვა მაღალ დონეზე გამოსდით.

●ასოებს შორის დაშორება: მნიშვნელოვნად დაშორებული ასოები - გულუხვობა, მფლანგველობა, ხოლო მჭიდროდ მყოფი ასოები - ეკონომიურობა, სიძუნწე.

●დახრილობა: სწორი, დაუხრელი ხელწერა ადამიანის კეთილგონიერებას  და შინაგან ჰარმონიას მოწმობს. ასე ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები წერენ.

●მსუბუქი დახრა მარჯვენა მხარეს დახრილობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ასე წერენ გულღია, ზომიერად თამამი და კეთილგანწყობილი ადამიანები, დახრილი ხელწერა ემოციურობაზე მეტყველებს.

●ძლიერი მარჯვენა დახრილობის მქონე ხელწერა, როგორც წესი, ახასიათებთ ადამიანებს, ვისთანაც ენთუზიაზმი მომენტალურად ჩნდება და ასევე სწრაფად ნელდება. ასე წერენ ენერგიული, არაორდინალური ადამიანები.

●მსუბუქი დახრილობა მარცხნივ - მამაც ხასიათზე მეტყველებს. ასეთი ხელწერის მქონე ადამიანები ცხოვრებაში გონებით ხელმძღვანელობენ, ისინი ჭკვიანები და წინდახედულები არიან.

●მარცხნივ ძლიერი დახრილობის მქონე  ხელწერის დროს, როგორც წესი, შინაგან ემოციურობასა და გარეგნულ თავშეკავებას შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს. 

 

ხელნაწერის სიდიდე

 

●მსხვილი ასოებით გულღია და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები წერენ. 

●ზედმეტად მსხვილი ხელწერა საკუთარი თავით შეპყრობილ ადამიანებს აქვთ.

●საშუალო ასოებით მშვიდი, ადეკვატური თვითშეფასების მქონე ადამიანები წერენ. 

●მინიატურული ხელწერა შეიძლება მხედველობის დარღვევებთან იყოს დაკავშირებული.

●წვრილი ხელწერის პატრონთა უმეტესობა მორცხვია.

 

დაწოლა - მოსინჯეთ ხელით ფურცლის უკანა მხარე

 

●თუ დაწოლა საშუალოა, ნაწერის ავტორი მიზანდასახული, ნებისყოფიანი ადამიანია. იგი საკუთარ თავს საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს.

●მსუბუქი დაწოლა მორცხვ და კომპრომისებისკენ მიდრეკილ ადამიანებს სჩვევიათ, თუ ფურცელს დაწოლა საერთოდ არ ეტყობა მის ავტორს, სავარაუდოდ, კომპლექსები და დაბალი თვითშეფასება აწუხებს.

●ფურცელზე კალამის ძლიერი დაწოლა ემოციურ და ხანდახან ისტერიულ ადამიანებს სჩვევიათ.

 

და ბოლოს გარჩევითობა - რაც უფრო იკითხება ნაწერი, მით უფრო ღიაა ადამიანი.

 

| გააზიარე
მოგწონთ?