7 რამ, რაც ცხოვრებას გაგირთულებთ


1. მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობა

თუ თქვენ არ დაუთმობთ დროს თვითგანვითარებას, სხვადასხვა ფორუმზე კამათებში აქტიური მონაწილეობა, საქმის ვირტუალური გარჩევა, მხოლოდ ფუჭად დაკარგული დრო და ემოციებია. იყო სოციალურად აქტიური ბევრს არ ნიშნავს, თუ მუდამ არ ზრუნავ თვითგანვითარებაზე.

 

2. უწესრიგობა

არ გადადოთ სახლის დალაგების მცდელობა მომავლისთვის. მტვრიანი თაროები, დღეების წინ ნიჟარაში მივიწყებული ჭურჭელი და ოთახის კუთხეში მიყრილი ტანსაცმელი - საქმეების გადადებისკენ მიდრეკილების განვითარების წინაპირობაა.


3. გაჩერება იქ, სადაც ხართ

არ თქვათ უარი იმ პირველი ნაბიჯის გადადგმაზე, რომელიც ოცნებას მიგაახლოვებთ. ნაკლები იფიქრეთ ცხოვრების სირთულეზე, ყოველი ცდის ამაოებაზე, გარშემო მყოფი ადამიანების უმადურობასა და უნიჭობაზე, რადგან თქვენი წარუმატებლობა მათი ბრალი არაა!

 

4. კალენდარის არ გამოყენება

საქმიანი ადამიანები დღიურებსა და სხვადასხვა აპლიკაციას იყენებენ, რათა სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები, გადაანაწილონ დრო, გააანალიზონ საკუთარი შეცდომები და ახსოვდეთ დღის განმავლობაში შესასრულებელი ამოცანები. გაიმეორეთ მათი გამოცდილება  და არ აქციოთ თქვენი ცხოვრება მიზანს მოკლებულ ბუნდოვან არსებობად!

 

5. ტელევიზორის ხშირი ყურება

დაივიწყეთ ტელევიზორი და მთელი დღის განმავლობაში ცხელ-ცხელი ამბების, ჭორების, თოქ-შოუებში განსახილველ  სკანდალებსა და სხვა გასართობ გადაცემების, ასევე, იქ გაგებული ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარებას მოერიდეთ. შეეცადეთ ნაკლებად უყუროთ არაფრისმომცემ გადაცემებს, რადგან ეს კიდევ უფრო შეამცირებს თქვენს კონკურენტუნარიანობას და უარყოფითად იმოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე.

 

6. თავის გამართლება

დაკავდით ახალი საქმიანობით - პასუხისმგებლობა კი აიღეთ საკუთარ თავზე. არ გადადოთ დღევანდელი საქმეები ხვალისთვის, გუშინდელი კი - სხვა დროისთვის. ნაკლები ძალისხმევა - ნაკლები შედეგი ე.ი ნაკლები პასუხისმგებლობა. ნათქვამია, ვისაც უნდა, ის შესაძლებლობებს ეძებს, ვისაც არ უნდა კი - მიზეზებს. ეძებეთ პირველი.

 

7. ჯანსაღი ცხოვრების წესების უგულებელყოფა

მას, ვინც მუშაობს საკუთარ თავზე, აყალიბებს  ცხოვრების გაუმჯობესებისა და წარმატების მიღწევის საკუთარ პრინციპებს,  სჭირდება კიდევ უფრო მეტი რჩევის გათვალისწინება, რათა ჰქონდეს ჯანსაღი ცხოვრება.

| გააზიარე
მოგწონთ?