უოლტ დისნეის წარმატების 9 საიდუმლო


''რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, ზრდასრული ადამიანი ეს დიდი ბავშვია“ - ამბობს უოლტ დისნეი. მისი სახელი და გვარი ყველა ჩვენგანს ბავშვობაში გვაბრუნებს და იმ ზღაპრულ და ფერად სამყაროს გვახსენებს, რომელიც მან თავისი მოღვაწობის შედეგად დაუტოვა მსოფლიოს. 

საინტერესო კი ის არის, რომ უოლტ დისნეის ცხოვრების გზა სულაც არ იყო ფერადი და ლამაზად მოხატული, პირიქით - ''ჩემი ცხოვრების ყოველი გაჭირვება, დაბრკოლება და ტკივილი იყო ყველაფერი ის, რის გამოც ძლიერ ადამიანად ჩამოვყალიბდი''- წერს ის და ჩვენც სურვილი გვიჩნდება ჩავუღრმავდეთ მის ცხოვრებას, მის გამონათქვამებს და გავიგოთ, რა იყო 20 წლის ბიჭის წარმატების საიდუმლო, რომელიც ჰოლივუდში ჯიბეში 40 აშშ დოლარით და ერთი დაუსრულებელი ანიმაციური ფილმით ჩავიდა.

დღეს მის კომპანიას აქვს რეგულარული შემოსავალი, წლიური 35 მილიარდი აშშ დოლარი და მსოფლიოს ბავშვების, ყველა თაობის უსაზღვრო სიყვარული. 

უოლტ დისნეის ცნობილი გამონათქვამები:

1.    იოცნებეთ და გჯეროდეთ  - ,,რაზეც ოცნებობ, მისი გაკეთებაც შეგიძლია.“
2.    შექმენით კარგი გუნდი - ,,შეგიძლია შექმნა და ააშენო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი, მაგრამ მხოლოდ სწორ ხალხთან ერთად შეგიძლია ოცნება რეალობად აქციო.“
3.    გქონდეს სწორი პრიორიტეტები - ,,ადამიანებმა ოჯახი არასოდეს უნდა შეწირონ ბიზნესს.“
4.    არ შეწყვიტოთ განათლება  - ,,წიგნებში უფრო მეტი სიმდიდრეა, ვიდრე პირატების ,,განძთა კუნძულზე“.
5.    აღიქვით რეალობა პოზიტიურად და სწორად - ,,მე ცხოვრებას ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებ, მაგრამ საკმაოდ რეალისტი ვარ და ვიცი, რომ ცხოვრება ყველაზე რთული საქმეა.“
6.    არ დაკარგოთ ინტერესი  - ,,ჩვენ ყოველთვის წინ ვისწრაფოდით, ვეძებდით ახალ შესაძლებლობებს, ვაკეთებდით ახალ საქმეებს, იმიტომ რომ გვაინტერესებდა და ინტერესია, რომელიც გვეხმარება ყოველთვის წინ ვყოფილიყავით.“
7.    იმუშავეთ იდეებისთვის და არა ფულისთვის - ,,ფული არა, იდეებია, რომლებიც ყოველთვის მხიბლავს.“
8.    მზად იყავით ნეგატივისთვისაც - ,,ცხოვრება ბნელი და ნათელი მხარეებისგან შედგება და თუ ვფიქრობთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში გაურკვეველი და ბნელი მომენტები არასოდეს ყოფილა, მაშინ არ ვართ გულწრფელები.“
9.    არ შეუშინდეთ სირთულეებს, ენერგიულად გააგრძელეთ წინსვლა - ,,ჩემი ცხოვრების რთულ და წარმატებულ პერიოდშიც არასოდეს დამიკარგავს საღი აზრი, ენერგია და მუშაობის სურვილი.“

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ამერიკა არის ოცნებების ასრულების ქვეყანა. მე კი მგონია, რომ ოცნებების ასრულება ყველა ქვეყანაშია შესაძლებელი და რაც მეტი წარმატებული ადამიანი იქნება საქართველოში, მით უფრო ადვილი იქნება იმის დაჯერება, რომ საქართველოშიც შეიძლება ოცნებების რეალობად ქცევა! ასე რომ, ,,ჯერ იფიქრეთ, შემდეგ გჯეროდეთ და გწამდეთ, შემდეგ იოცნებეთ და ბოლოს გაბედეთ და დაიწყეთ.“ - როგორც უოლტ დისნეი გვირჩევს _ ,,შეუძლებლის რეალობად გადაქცევა ყველაზე საინტერესო თავგადასავალია“.

 

| გააზიარე
მოგწონთ?