13 ფსიქოლოგიური ხრიკი ადამიანისთვის თავის მოსაწონებლად რამდენიმე წამში


რთულია ზუსტად თქვა რატომ მოგწონს ადამიანი, შესაძლებელია მისი ღიმილი მოგწონდეს ან თუნდაც ის, რომ მის გარემოცვაში თავს კომფორტულად გრძნობ. მეცნიერები დაინტერესდნენ და დაკვირვების შემდეგ აღწერეს რა უბიძგებს ადამიანს თქვენს მოსაწონებლად.

 

1. სარკის პოზიცია მასთან, ვისთან ერთადაც ხარ

სარკის პოზიციაში ყოფნა გულისხმობს მიმიკებისა და ქცევების გადმოღებას იმ ადამიანისგან, ვისაც ელაპარაკებით, ასევე ჯდომის ან დგომის მანერა უნდა იყოს ერთმანეთისკენ მიმართული.

 

2. გაატარეთ მეტი დრო იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისაც დამეგობრება სურს

კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტად გამჩნევენ მეგობრულ გარემოში, მით უფრო მეტი დაინტერესება ჩნდება თქვენ მიმართ.

 

3. უთხარით კომპლიმენტები

თქვენ ძალიან მიმზიდველი ხდებით, როდესაც ამბობთ კომპლიმენტებს, ეს თვისება აჩვენებს, რომ თქვენ ხართ კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ. 

 

4.აჩვენეთ პოზიტიური ემოციები 

ემოცია გადამდებია ადამიანებისთვის. თუ გსურთ, რომ ადამიანები თქვენ გარშემო იყვნენ ბედნიერები და ამის მიზეზი თქვენ იყოთ, გაეცით მეტი პოზიტივი.

 

5. იყავით თბილი და კომპეტენტური

კვლევებით დასტურდება, რომ თუ ხართ თბილი, სამეგობრო წრე აღგიქვამთ როგორც მეგობრულ პიროვნებას, ხოლო თუ გაქვთ განათლებულის სტატუსი, გარშემომყოფები მეტად გცემენ პატივს.

 

6. აჩვენეთ თქვენი ნაკლი პერიოდულად

ადამიანებს მოსწონთ, როდესაც უშვებთ შეცდომებს, ეს მათ აძლევს რწმენას, რომ არ ხართ უნაკლო, ამით უფრო სანდო და ნამდვილი ხდებით გარშემომყოფებისთვის, ეს ნიშნავს, რომ თქვენც ადამიანი ხართ და ხანდახან უშვებთ შეცდომებს. 

 

7. შემთხვევით შეეხეთ

შეხება უმნიშვნელოვანესია ურთიერთობაში, ეს გვაახლოვებს და სანდოობას აძლიერებს.

 

8. გაიღიმეთ

ღიმილი არის ის, რაც გულთბილ დამოკიდებულებას ქმნის თქვენ მიმართ, ასევე ხელს გიწყობთ მარტივად დაამახსოვრდეთ სხვებს.

 

9. უთხარით საიდუმლო

ეს არის ურთიერთობის შენების ერთ-ერთი მეთოდი, საიდუმლო აახლოვებს ორ ადამიანს და ამყარებს ურთიერთობებს სამომავლოდ, რადგან დამაკავშირებელი ინფორმაცია უკვე გაცემულია.

 

10. აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ საიდუმლოს შენახვა

ნდობა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, იმისთვის, რომ დამოკიდებულება იყოს ორმხრივი, გამოიმუშავეთ სანდოობა და პატიოსნება.

 

11. გამოიყენეთ იუმორის გრძნობა 

იუმორის გრძნობა უმნიშვნელოვანესია ურთიერთობებში, კარგი იუმორი ნამდვილად მოქმედებს თქვენს გარემოცვაზე, თქვენს მეგობრების წრეზე და ამასთან ზრდის თქვენ მიმართ დაინტერესებას.

 

12. იყავით ცოტა მგრძნობიარე

გახსნილობა და მგრძნობიარე ბუნება სარისკოა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს მას სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად. 

 

13. მოიქეცით ისე, თითქოს მას მოსწონხართ

კვლევებით დასტურდება, რომ როდესაც ვფიქრობთ, რომ ადამიანს მოვწონვართ, ზრდის კიდევ უფრო თავის მოწონების შესაძლებლობას, ასე რომ მოიქეცით ისე, თითქოს მისი კეთილგანწყობა უკვე დაიმსახურეთ და სანაცვლოდ ამას ნამდვილად მიიღებთ. 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?