წარმატების საიდუმლო


პატარაობისას ალბათ ყველას გვეუბნებოდნენ ''გააკეთე შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი'' რას ნიშნავს ეს? როგორ უნდა გეგვეზომა შესაძლებლობები ან მისი მაქსიმუმი? ალბათ, უკეთესი იქნებოდა ასეთი რჩევა მოეცათ - იმეცადინე ბევრი და მიიღე მათემატიკაში 10 ქულა. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მიზანი უფრო ნათელი იქნებოდა და გაგვიადვილდებოდა მისი მიღწევა.

ხშირ შემთხვევაში ცხოვრებაშიც მსგავს შემთხვევებს ვაწყდებით. ვიზრდებით და შემდეგ გვიწევს დაფიქრება თუ რა გავაკეთოთ ცხოვრებაში? მივაღწიოთ ''შესაძლებლობების მაქსიმუმს''? თუ გავერკვიოთ ჩვენს შესაძლებლობებსა და სურვილებში, შემდეგ კი ჩამოვაყალიბოთ მიზნები და შევუდგეთ მისკენ სწრაფვას? რა თქმა უნდა, მეორე ნაბიჯი ჯობს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი უფრო ნათელი, კონკრეტული და ხელშესახები იქნება.

წარმატება ეს მიზანია, სხვა დანარჩენი კი - კომენტარი  _ ბრაიან თრეისი.

მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ რა გსურთ, შეეკითხეთ თქვენს თავს გინდათ თუ არა შეცვალოთ რაიმე თქვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ? გსურთ თუ არა, რომ შექმნათ რაიმე მნიშვნელოვანი? ამ კითხვების შემდეგ, დაფიქრდით, გაქვთ თუ არა ჩამოყალიბებული ცხოვრებისეული მიზანი? თუ გაქვთ რას აკეთებთ მის მისაღწევად? რამდენ ხანში გინდათ მიაღწიოთ თქვენს მიზანს?

არ გაქვთ მიზნები? მაშინ, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას – თქვენს სულს. გაარკვიეთ, თუ რისი კეთება გიყვართ და მოგწონთ, რას აკეთებთ ახლა? არის ეს ის საქმე, რაშიც ბოლომდე იხარჯებით? შეისწავლეთ თქვენი თავი ბოლომდე. დაფიქრდით რა როლი გინდათ შეასრულოთ ცხოვრებაში? რა ტიპის ორგანიზაციაში გსურთ მუშაობა? რამდენი გინდათ, რომ გამოიმუშაოთ წელიწადში? აუცილებელია შეისწავლოთ თქვენი სუსტი მხარეები, რადგან გააძლიეროთ და განავითაროთ ისინი.
აუცილებლად დაისახეთ ცხოვრებაში მიზანი, რადგან მის გარეშე ვერ მიაღწევთ წარმატებას. გაი კავასაკი გვიყვება შემდეგს: ''ალბერტ აინშტაინი მატარებელში ჩაჯდა და ბილეთს დაუწყო ძებნა. ყველა ჯიბე და ჩანთა მოჩხრიკა, მაგრამ ვერსად იპოვა. გამცილებელმა უთხრა: - დოქტორო აინშტაინ, ყველა გიცნობთ, ეჭვიც არ გვეპარება, რომ პრინსტონს აქვს იმის საშუალება, კიდევ ერთი ბილეთი აგიღოთ. ამაზე აინშტაინმა დაახლოებით ასეთი რამ უპასუხა: - ფულს რას დავეძებ, ბილეთი იმისთვის მინდა, რომ გავიგო, სად მივდივარ''.
აინშტაინის მსგავსად, ჩვენ ყველამ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ სად მივდივართ, რადგან შესაბამისად ვიმოქმედოთ და გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომელიც ჩვენშია.

 

| გააზიარე
მოგწონთ?