სულიერი წონასწორობა - ყველაზე რთულად მოსაპოვებელი განძი


თანამედროვე ცხოვრება დაძაბული და ინტენსიური რიტმით გამოირჩევა. ადამიანები ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში იმდენად ეფლობიან, რომ საკუთარი თავისთვის უფრო და უფრო ნაკლებუ დრო რჩებათ. დატვირთულ დღის წესრიგს  გადაღლილობა, სტრესი და უარყოფითი ემოციები მოსდევს, რაც  სულიერ ბალანსს არღვევს და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას განაპირობებს. გიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რაც სულიერი წონასწორობის აღდგენასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ემოციების მართვა

ცნობილი რუსი პოლიტიკოსი და სამოტივაციო სპიკერი, ირინა ხაკამადა ამბობს, რომ ემოცია გარე გამაღიზიანებელ ფაქტორებზე ადამიანის რეაქციაა. ის ქვეცნობიერში წარმოშობა  და შესაბამისად, არ ექვემდებარება კონტროლს. ადამიანს მხოლოდ თავისი ქცევის მართვა შეუძლია. ემოციების დათრგუნვა და ჩახშობა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, რის გამოც, მათი გამოხატვა აუცილბელია, თუმცა  სწორი ფორმით. ასეთია მაგალითად, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, ჩვენი ფიქრებისა და ემოციების ხელოვნებაში გადატანა, ბუნებასთან მჭიდრო კავშირის დამყარება და ნებისმიერი სხვა რამ, რაც გარშემომყოფებს ზიანს არ მიაყენებს.

მედიტაცია

ვლადიმირ ბეხტერევის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში ჩატარებული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ მედიტაციისა და ლოცვის დროს (განურჩევლად რელიგიისა), ადამიანის ტვინი სრულად განიტვირთება. ორგანიზმში იბადება ახალი უჯრედები, რაც ხელს უწყობს ადამიანის გაჯანსაღებას და სწორედ ამით აიხსნება მძიმე დაავადებების (მაგ. სიმსივნე) მედიტაციისა და ლოცვის საშუალებით განკურნება. შეარჩიეთ მედიტაციის თქვენთვის კომფორტული ფორმა და რეგულარულად დაკავდით ასეთი პრაქტიკით.

ფიზიკური აქტივობა

ფიზიკური აქტივობა სტრესთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ეცადეთ, დღეში სულ მცირე 15 წუთი ივარჯიშოთ და უმჯობესი იქნება, თუ ამას სუფთა ჰაერზე გააკეთებთ. გირჩევდით ჰათხა-იოგას, რადგან იგი ჩაკრების (ორგანიზმში არსებული ენერგეტიკული ცენტრების) გააქტიურების ხარჯზე ადამიანს  კოსმიურ ენერგიას ანიჭებს და ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. აქტიური  ფიზიკური დატვირთვა გაგიუმჯობესებთ როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას, თუმცა აუცილებელია, ამას  სისტემატური სახე მისცეთ.

სწორი კვება

კვება დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ადამიანები ხშირად ყოველდღიურ რაციონში  ნახევარფაბრიკატებს იყენებენ და სწრაფი კვების ობიექტებს ხშირად სტუმრობენ. არაერთმა მეცნიერულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ არაჯანსაღი საკვების სისტემატური მიღება შფოთვას, დეპრესიასა და სხვა ფსიქიკურ დაავადებებს იწვევს. ცნობილი გერმანელი მკვლევარი, ჯული ენდერსი, თავის წიგნში “The Gut” აღნიშნავს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც არასწორმა კვებამ ადამიანები სუიციდამდეც კი მიიყანა. ჯანსაღი კვების უამრავი მოდელი არსებობს, თუმცა გირჩევდით, ისწავლოთ საკუთარი ორგანიზმის მოსმენა და შეარჩიოთ კონკრეტულად თქვენს საჭიროებებსა და გემოვნებაზე მორგებული ბალანსირებული რაციონი და რეჟიმი.  ეცადეთ, მიიღოთ დიდი რაოდენობით მწვანე ბოსტნეული, ნატურალური ცილა და ჯანსაღი ცხიმები.

| გააზიარე
მოგწონთ?