როგორ გავაკეთოთ ეფექტური პრეზენტაცია


ამ სტატიის საშუალებით თქვენ შეძლებთ უფრო ეფექტური პრეზენტაციების  ჩატარებას!  

სანამ დაიწყებთ თქვენი პრეზენტაციის მომზადებას, დარწმუნდით, რომ კარგად შეგიძლიათ თქვენი თავის წარდგენა და დაიმახსოვრეთ, რომ 10 წუთი არ უნდა მოუნდეთ საკუთარი თავის წარდგენას და წარმოჩენას, საკუთარი თავის წარმოჩენის დროს მნიშვნელოვანია რა ემოციას იწვევთ გარშემომყოფებში. შთაბეჭდილების 90% თანამოსაუბრეზე იქმნება 4 წუთზე ნაკლებ დროში. კვლევის თანახმად შთაბეჭდილება იქმნება პირველი 10–30 წამის განმავლობაში. შესაბამისად ვერბალური თუ არავერბალური მეთოდებით ეცადეთ პირველივე წუთებში მოიპოვოთ კეთილგანწყობა.

ყურადღება მიაქციეთ თქვენი საუბრის სტილს, დაიმახსოვრეთ ნაკლებად მნიშვნელოვანია რას ამბობთ, იმასთან შედარებით როგორ ამბობთ სათქმელს.

კვლევების თანახმად ინფორმაციის აღქმა ხდება შემდეგნაირად:
სიტყვები 7–10%
ხმის ტემბრი  20–30%
სხეულის ენა 60–80%

არ ისაუბროთ სწრაფად და გაურკვევლად ამ დროს მსმენელი კარგავს ემოციურ კავშირს თქვენთან და ასევე გახსოვდეთ აკონტროლეთ საუბრის ტემპი, შეამჩნიეთ როდის უნდა შეანელოთ ის. არ წაიკითხოთ ტექსტი რადგან მსმენელი მოიწყენს და დაკარგავთ მათ,  ხშირად გაიღიმეთ, გამოიყენეთ თვალის თვალთან კონტაქტი, იყავით ის რაც ხართ, ეს ხალხს მოსწონს.

შეეკითხეთ თქვენს თავს:

  • ვარ ისე მომზადებული როგორც საჭიროა?
  • ვიცნობ ჩემს აუდიტორიას?
  • მაქვს გასაგები და პრაქტიკული მასალა აუდიტორიისთვის?
  • მაქვს მოსალოდნელ წინააღმდეგობებზე პასუხი?
  • რა კითხვები უნდა დავსვა პრეზენტაციამდე და პრეზენტაციის შემდეგ?


გაი კავასაკი გირჩევთ „უპასუხოთ კაცუნას“

„ჩემ კოლეგა ბილ ჯოუსი მიამბობდა, რომ კარიერის გარიჟრაჟზე, IBM-ში მუშაობისას, ხელმძღვანელობა ასწავლიდა პრეზენტაციის დროს წარმოედგინა, თითქოს მხარზე პატარა კაცუნა ეჯდა. თითოეული მისი განცხადების პასუხად ეს კაცუნა ყურში ჩასჩურჩულებდა: „მერე რა?“
გახსოვდეთ,პრეზენტაციის ასეთი კითხვის („მერე რა“) და მასზე გაცემული პასუხის (რომელიც იწყება სიტყვით– „მაგალითად“) კომბინირება ყველაზე კარგი სვლაა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გაი კავასაკის 10/20/30 წესი: 10 სლაიდი - 20 წუთი პრეზენტაციისთვის - შრიფტი 30 კეგელი.


გამოიყენეთ მეტაფორა, შედარებები და მათი ანალოგები

  • მოყევით ამბები, ისეთი ისტორია, რომელიც შექმნის ისეთ სურათს რაც მსმენელს მოსწონს!
  • არ მოყვეთ ცნობილი ანეგდოტები და არ დაიბრალოთ მისი ავტორობა!
  • ხალხი კარგ მეტაფორას აიტაცებს და იტყვის „ეს მაგარია”!


პრეზენტაციის დახურვა

  • შექმენით პრეზენტაციის ძლიერი დასასრული;
  • შეაჯამეთ პრეზენტაცია;
  • თუ გაქვთ ძლიერი სტატისტიკა ბოლოს შემოინახეთ;
  • არ მოგერიდოთ კითხვის დასმა ბოლოსკენაც;
  • დარწმუნდით, რომ მსმენელს გაუზიარე ცოდნა და ინფორმაცია;
  • ზოგჯერ გჭირდებათ იყოთ აგრესიულები დასასრულში (ზოგჯერ პირიქით)

გამოიყენეთ ეს პრაქტიკული რჩევები და ნახეთ რამდენად შეიცვლება თქვენი აუდიტორიის დამკიდებულება და კმაყოფილება პრეზენტაციის შემდეგ, თქვენ კი განიმტკიცებთ თვითრწმენას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია აუდიტორიის წინ სიტყვით გამოსვლის დროს. 
 

| გააზიარე
მოგწონთ?