„ვიტამინები ჭკუისათვის“ ჯიმ რონის მიხედვით


ვიტამინები მეტ-ნაკლებად ყველა ორგანიზმს სჭირდება, მათ შორის ტვინსაც, რათა უკეთ მუშაობდეს. ვიტამინები ორი სახის არსებობს - აბებისა და წიგნების სახით.

ჯიმ რონი - ამერიკელი ბიზნეს-ფილოსოფოსი და კორპორაცია “Jim Rohn International”- ის დამაარსებელია. მისი შემოქმედება გამოირჩევა არა მხოლოდ ბიზნეს შესაძლებლობებით, არამედ ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვითაც.  ის არის ავტორი ბესტსელერისა – „ვიტამინები ჭკუისათვის,“  სადაც გთავაზობთ ძალიან სასარგებლო და საინტერესო გამონათქვამებს და მოგაწვდით საჭირო “ვიტამინებს“ ჭკუისათვის, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ უკეთ აზროვნებასა და სასურველი მიზნის მიღწევაში.

 

გთავაზობთ ჯიმ რონის საუკეთესო ციტატებსა და „ვიტამინებს“:

 

1.დისციპლინა - ეს ფუნდამენტია, რომელზეც მთელი წარმატება შენდება. ეს არის კავშირი დასახულ მიზანსა და მის მიღწევას შორის.

2.ცვლილებები არჩევანიდან იწყება. სამი რამ უნდა დატოვოთ ამ ქვეყნად: თქვენი ფოტოსურათი, საკუთარი ბიბლიოთეკა და პირადი დღიურები. ეჭვგარეშეა, მათ მეტი ფასი ექნებათ, ვიდრე თქვენს ავეჯს. აირჩიეთ ფასეული!

3.სჯობს შემოსავალი მიიღოთ, ვიდრე ხელფასი. ხელფასი მხოლოდ არსებობის საშუალებას მოგცემთ, შემოსავალი კი - გაგამდიდრებთ. თანხა არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც გეგმა. ხელფასის მთავარი  პრინციპია 70/30: ანუ იცხოვრეთ 70%-ით, 10% ინვესტიციაში ჩადეთ, 10% გადადეთ და 10% -  დაარიგეთ.

4.ცხოვრებაში მხოლოდ ორი ალტერნატივა არსებობს: ან გაზაფხულზე დათესოთ, ან შემოდგომაზე ითხოვოთ მოწყალება. არჩევანი თქვენზეა!

5.სამუშაოზე მოწყობისას მნიშვნელოვანია იკითხოთ არა „რამდენს მივიღებ?“, არამედ „ვინ შეიძლება გავხდე?“ ეს უდიდესი აქსიომაა: რომ მიიღოთ იმაზე მეტი, ვიდრე გაქვთ, გახდით უკეთესი, ვიდრე ხართ!

6.იმისათვის, რომ მიიღოთ მეტი, ამის საუკეთესო საშუალებაა დააფასოთ ის, რაც უკვე გაქვთ. მადლიერება შესაძლებლობების ფანჯარას გიხსნით და იდეებს თქვენსკენ მოაცურებს.

7.წარმატება - ეს არც სასწაულია და არც მისტიური რამ. ეს მხოლოდ რამდენიმე უბრალო წესია, რომელიც პრაქტიკაში ყოველდღე უნდა განახორციელოთ და მეტი არაფერი; ამავე დროს მარცხი მხოლოდ რამდენიმე შეცდომაა ჯამში, რომელსაც ყოველდღე ვიმეორებთ, ხოლო ჩვენი წესებისა და მსჯელობების შემაჯამებელ წონას მივყავართ წარმატებამდე ან მარცხამდე.

8.თქვენ შეგიძლიათ გამოტოვოთ სადილი, მაგრამ არ გაქვთ უფლება გამოტოვოთ წიგნები! დაიმახსოვრეთ, არ არსებობს ძვირი წიგნები, საქმე წიგნის ღირებულებაში კი არ არის, არამედ ის გახლავთ, რა დაგიჯდებათ თქვენ, თუ მას არ წაიკითხავთ.

9.ცხოვრების წესი - ესაა ხელოვნება იცხოვრო განსაკუთრებულად. ზოგმა ადამიანმა ისწავლა ბევრის გამომუშავება, მაგრამ ვერ ისწავლა კარგად ცხოვრება.

10.ჩვეულებრივი ადამიანები ეძებენ გზებს, რომ გადალახონ სიძნელეები, ხოლო წარმატებულები ეძებენ გზებს, რათა გაუმკლავდნენ მათ.

11.ერთადერთი საშუალება საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად არის შეცვალო საკუთარი თავი. დრო უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ფული. შეგიძლიათ გამოიმუშავოთ მეტი ფული, მაგრამ მეტი დრო არასოდეს გექნებათ. გაუფრთხილდით დროს და დაიწყეთ თქვენი ცხოვრების შეცვლა დღესვე!

12.ხუთ წუთს თუ იწუწუნებთ, ჩათვალეთ,  ეს ხუთი წუთი უკვე ამაოდ დახარჯეთ. თუ წუწუნს გააგრძელებთ, ცარიელი დარჩებით და ამის გამო საკუთარი თავის შეცოდების მტვერი თქვენვე დაგახრჩობთ. შეურიგებელი იყავით თქვენი სულის სარეველების მიმართ, მოსპეთ ისინი!

13.ცივილიზაცია, როგორც ასეთი, უმეტესწილად შეიძლება განისაზღვროს, როგორც ადამიანის ემოციის გონივრული მიმართულება საჭირო კალაპოტში.

14.ცოდნა შეიძლება დააგროვოთ. ეს იგივეა კოდირებული საკეტი გახსნათ ოთხიდან სამი ციფრის ცოდნით. მეოთხეს როგორღაც მიიღებთ, მაგრამ არასდროს არ იცით რომელი წიგნი ან მამოტივირებელი სტატია შეიძლება იყოს ეს მეოთხე ციფრი, რომელიც შეიძლება კატალიტაზორიც კი გახდეს ცხოვრების შესაცვლელად. დაფიქრდით ამაზე!

15.იმისათვის, რომ ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწიოთ, შემოსავლები კაპიტალად უნდა აქციოთ, კაპიტალი - წარმოებად, წარმოება - მოგებად, მოგება - ინვესტიციად, ინვესტიცია - ფინანსურ დამოუკიდებლობად!

გისურვებთ წარმატებას!

 

| გააზიარე
მოგწონთ?