7 წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ მუშაობაში 2017 წელს


იქნებ 2017 ის წელია, როდესაც იპოვით ახალ სამსახურს, დაგაწინაურებენ ან ისწავლით, თუ როგორ უნდა მიიღოთ მეტი სიამოვნება მუშაობის დროს. დღეს ვისაუბრებთ იმ წიგნების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ხედვა სამსახურთან დაკავშირებით შეცვალონ უკეთესობისკენ.

 

1. „რამაც აქამდე მოგიყვანათ, ვერ წაგიყვანთ სხვაგან“ - მარშალ გოლდსმიტი და მარკ რეიტერი

ზუსტადაც რომ - „რამაც აქამდე მოგიყვანათ, ვერ წაგიყვანთ სხვაგან“. თუ ერთ დროს რაღაც გააკეთეთ და გამოგივიდათ, იმას არ ნიშნავს, რომ მომავლის გეგმების შესრულებას ისევ შეძლებთ იმავე ხერხებით, დროა, წინ წახვიდეთ. შეცვალეთ თქვენი ხედვები, ნაბიჯები, მოქმედებები. სწორედ ეს წიგნი დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი საქმიანობის უფრო მაღალ საფეხურზე გადახვიდეთ.

 

 2. „უფრო ჭკვიანი, უფრო სწრაფი, უფრო კარგი“ - ჩარლს დუიგი

წიგნში მოცემულია რჩევები კრეატიულობისა და წარმატების შესახებ, რომელთა გამოყენებაც ყველას შეუძლია. სათქმელის უფრო საინტერესოდ ჩვენებისათვის ავტორი სხვადასხვა ისტორიებს გადმოსცემს, მაგალითად, დისნეის და გუგლის შესახებ.

 

3. ,,უკუგება“ -  დან არიელი

წიგნში ირკვევა, რომ მოტივაცია ბევრად უფრო კომპლექსური შეიძლება იყოს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ყველაზე მნიშვნელოვანია ფრაზა - ფული ყველაფერი არ არის. ხშირად რაიმე კომპლიმენტის მიღება, შექება ბევრად მამოტივირებელი შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, ყველას უნდა დავუფასოთ ის შრომა, რომელიც გასწიეს რაიმე საქმის შესასრულებლად და ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ ფინანსურად.

 

4. „სუპერ ბოსები“ - სიდნეი ფინკლშტეინი

თუ ხართ მენეჯერი, ან მომავალში აპირებთ ამას - ეს წიგნი თქვენთვისაა. აქ მოცემულია უამრავი რჩევა ლიდერობის შესახებ.

 

5. „რატომ ვმუშაობთ“ - ბარი შვარცი

შვარცის აზრითაც - მოტივაცია ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ფული.

მოტივაცია თქვენს ხელშია, ამის შთაგონება თქვენი თანამშრომლებისთვისაც შეგიძლიათ. ადამიანებს სურთ, რომ იმუშაონ კარგად, სწორედ ამიტომ, შვარცი ფიქრობს, რომ ბევრი სამუშაო ადგილი მომუშავეებს პირიქით, უფრო უკარგავს მოტივაციას.

 

6. „თვითონ შექმენი საკუთარი ცხოვრება“ - ბილ ბურნეტი და დეივ ევანსი

ავტორები გაძლევენ რჩევას, რომ დაიწყოთ დღიურის წერა. იქ თქვენ წერთ ყოველდღიურ საქმიანობას, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, ეს ტაქტიკა დაგეხმარებათ მოტივაციის პოვნაში, მიხვდებით, რა გაბედნიერებთ და რა არა.

ავტორები ასევე გვთავაზობენ სავარჯიშოს „odyssey plans”, სადაც თქვენ  გამოყოფთ სხვადასხვა „პოტენციურ ცხოვრებას“ თქვენთვის. მთავარი აზრი - თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია და თქვენ შეგიძლიათ ის შეცვალოთ ისე, როგორც გსურთ, შეგიძლიათ იმ მიმართულებით წაიყვანოთ, რომლითაც გსურთ.

 

7. „საყრდენი წერტილი“ - ჯენი ბლეიკი

წიგნის ავტორი საკმაოდ წარმატებული ქალია, რომელმაც დატოვა გუგლი იმისათვის, რომ თავისივე წიგნზე დაყრდნობით ბიზნესი დაეწყო. მისი წიგნი „საყრდენი წერტილი“ ფოკუსირებულია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბიზნესის დაწყება უნდათ და ასევე იმათთვისაც, ვინც უბრალოდ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია.

ის თითქოს განაახლებს ძველ იდეებს. მთავარი, რაც უნდა იცოდეთ ბლეიკის გეგმაზე არის ის, რომ წინასწარი დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია ინტერპრეტაციასთან ერთად. ანუ მაშინაც კი, როდესაც საბოლოოდ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც დაგეგმეთ, წარმატებას მაინც შეგიძლიათ, რომ მიაღწიოთ.


businessinsider.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?