7 რჩევა დატვირთული დღის შემდეგ სტრესის მოსახსნელად


დროთა განმავლობაში ცხოვრების ტემპი სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. სტრესული სამუშაო გრაფიკი კი ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი და პრობლემური საკითხია. დატვირთული დღის რეჟიმი ხშირად ხდება იმის გასამართლებელი მიზეზი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავუთმოთ დრო საკუთარ თავს.

განტვირთვისთვის დღეში რამდენიმე საათის გამოყოფა გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას, დაგიცავთ ნერვული სისტემის დისფუნქციისგან, დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ბედნიერება და ჯანსაღი ფსიქიკა. ამიტომ გახადეთ განტვირთვა თქვენი ყოველდღიურობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გთავაზობთ 7 ეფექტურ რჩევას, რათა აღიდგინოთ დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია და შეხვდეთ შემდეგ დღეს განახლებული ძალებით.

 

1. ესაუბრეთ ოჯახის წევრებს

სმარტფონების ეპოქაში ამის განხორციელება არც ისე მარტივია. თუმცა თქვენთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანებისთვის სიახლეების გაზიარება დაგეხმარებათ არა მხოლოდ განტვირთვაში, არამედ ოჯახური ჰარმონიის შენარჩუნებაში. დაგეგმეთ მათთან ერთად საერთო აქტივობები (ოჯახური ვახშამი, პიკნიკი, გასეირნება და ა.შ.) და ეცადეთ მეტი ინფორმაცია და შთაბეჭდილება გაუზიაროთ ერთმანეთს.

 

2. ჩაიცვით კომფორტული ტანისამოსი

რაც არ უნდა გადაღლილად გრძნობდეთ თავს, ნუ დაიზარებთ საკუთარი კომფორტისთვის ერთი მოქმედებით მეტის შესრულებას. სახლის მყუდრო და დამამშვიდებელ გარემოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიგრძნობთ მაქსიმალურად, თუ თავს ლაღად და თავისუფლად იგრძნობთ.

 

3. დაკავდით თქვენთვის სასიამოვნო სახლის საქმიანობით

თუ სტივ ჯობსისთვის ჭურჭლის რეცხვა განტვირთვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება იყო, დაფიქრდით იქნებ თქვენთვის ასეთივე როლი სამზარეულოში მარტივი ექსპერიმენტების ჩატარებას უკავია? ან იქნებ ნივთების ორგანიზებას? ერთი შეხედვით სავალდებულო საქმე შესაძლოა თქვენს განწყობაზე დადებითად მოქმედებს, თქვენ კი ამას აქამდე ვერც კი ამჩნევდით.

 

4. გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად

თქვენი მეგობრების მხარდაჭერა აგავსებთ დადებითი ენერგიით. პოზიტიური გარემოს შექმნა კი განწყობას გაგიუმჯობესებთ. გაატარეთ მათთან ერთად რამდენიმე საათი და გაუზიარეთ ემოციები, ახალი გამოცდილება, მოუყევით თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და მოუსმინეთ მათ. გაზიარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თქვენი დღის უკეთესობისკენ შეცვლისთვის.

 

5. ეთამაშეთ შინაურ ცხოველებს და პატარა ბავშვებს

მცირეწლოვანი ბავშვები და შინაური ცხოველები პოზიტიური ვიბრაციის უშრეტი წყაროა. მათთან თამაში შეგმატებთ სილაღეს, სიმშვიდეს და გაგხდით უფრო ხალისიანს. არ გაუშვათ მათთან კომუნიკაციის დამყარების არც ერთი შანსი.

 

6. დაკავდით ჰობით

ეს შეიძლება იყოს თიხაზე მუშაობა, ცხენით ჯირითი, ხატვა, მუსიკის მოსმენა ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც თქვენ სიამოვნებას განიჭებთ. აკეთოთ ის, რისი კეთებაც გიყვართ, დაგავიწყებთ ყველა პრობლემას და დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში.

 

7. მიმართეთ ეკოთერაპიას

დაუახლოვდით სამყაროს, ხშირად ისეირნეთ ბუნებაში და დატკბით მისი მშვენიერებით. ეკოთერაპია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და გავსებთ ენერგიით. მიეცით სამყაროს საშუალება გაგაბედნიეროთ!

 

| გააზიარე
მოგწონთ?