შენ შესანიშნავი ხარ! - 6 გზა ამაში დასარწმუნებლად


ყველას გვაქვს შინაგანი პოტენციალი, თუმცა ყოველთვის არ გვეძლევა შანსი გამოვავლინოთ ნიჭი, მივაღწიოთ დიდ მიზნებს, დავეუფლოთ გარკვეულ უნარებს ან სათანადოდ შევასრულოთ გარკვეული სამუშაოები. რეალურად, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვცდილობთ კომფორტულად ვიცხოვროთ და იშვიათად შევცვალოთ საკუთარი თავი.

ის, რაც შენ შიგნითაა გათავისუფლებას ელოდება. ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, ასევე პიროვნულ ზრდასა და განვითარებას. თუ საკუთარ თავს დაარწმუნებ იმაში, რომ შენ ახლა იწყებ, გადადგი ამისკენ პირველი ნაბიჯი და მიიღებ ყველაფერს, რაც გინდა. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა იამაყო საკუთარი თავით.

 

1. შენ სწავლობ საკუთარ შეცდომებზე

რამდენიმე მარცხი გარდაუვალია, თუ იოლად დანებდები მაშინ უფრო შორს ვერასდროს წახვალ. შენ უნდა განავითარო თვისება - მარცხის შემთხვევაში ხელახლა ცდა და ბრძოლა დასახულ მიზნამდე. შეგიძლია დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ სრულიად უსარგებლო ხარ და არაფრის მიღწევა არ შეგიძლია, ან დაირწმუნო თავი, რომ მარცხმა შეგმატა გამოცდილება და ამჯერად უკეთ მომზადებულს შეგიძლია წარმატების მიღწევა.

 

2. თითოეული იდეა, რომელიც თავში მოგდის შეიძლება საწყისი იყოს საკმაოდ დიდი მიზნის

მიმოიხედე გარშემო და დააკვირდი ინოვაციებს, რომლებმაც თითქმის მოიცვეს შენი საცხოვრებელი გარემო, ეს ყველაფერი არ შეიქმნებოდა, მათ შემქმნელებს რომ ხალხის აზრი გაეთვალისწინებინათ. შენ ხარ მთავარი ფიგურა, ყველაფერს წყვეტ შენ. შენ ცხოვრება გაწვდის იდეებს, გამოიყენე ისინი სასარგებლოდ, შეიმუშავე სტრატეგია და იმოქმედე.

 

3. შენ ყოველდღიურად იცვლები

ყოველდღიურად შენში ახალი ადამიანი იღვიძებს. სწორი გათვლითა და მოქმედებით შენ ადვილად შეძლებ პოტენციალის გაზრდას. ამისათვის უნდა ფოკუსირდე იმ მიზნებზე, რომლებიც ნამდვილად გაინტერესებს. დაუთმე დრო გეგმების შედგენას. ნუ ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება ისაა, რაც დღეს ხდება, რადგან შენ ყველაფრის შეცვლა შეგიძლია მონდომებით. 

 

4. შენ შეგიძლია დაეხმარო სხვებს

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გახსოვდეს საკუთარ თავზე არის ის, რომ შენ შეგიძლია მოტივაცია მისცე სხვებს, შეცვალო მათი ცხოვრება, შეუმსუბუქო მათ ტკივილი, ან უბრალოდ გააღიმო ისინი. პატარ-პატარა კეთილი ქმედებებით საკუთარ თავს გააკეთილშობილებ და ამასთანავე, ორმაგად დაგიბრუნდება ბედნიერება. 

 

5. შეგიძლია დაუმტკიცო ხალხს, რომ ცდებიან 

არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ ცხოვრებაში, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გაგაკრიტიკებენ. აუცილებლად უნდა დაუმტკიცო მათ, რომ ცდებიან და გააკეთო ის, რისი გაკეთებაც გინდა. ნელა, თუმცა სტაბილურად უნდა გააუმჯობესო შენი ცხოვრების ყველა ეტაპი.

 

6. შეგიძლია გახდე უკეთესი იმაში, რაც კარგად გამოგდის

ყურადღება გაამახვილე ისეთ შესაძლებლობებზე, რომლებიც უკეთესად გამოგდის, ვიდრე ისეთ სამუშაოებზე, რაშიც სუსტი ხარ, ეს აგიმაღლებს თვითრწმენას და გაპოვნინებს საკუთარ თავს. 

 

შენ შესანიშნავი ხარ, ამას ვერაფერი შეცვლის. გაითავისე ეს 6 წესი და კიდევ ერთხელ დარწმუნდები ამაში!

 


motivationgrid.com

| გააზიარე
მოგწონთ?