გწამდეს, გიყვარდეს, არ შეგეშინდეს! - ჯიმ ქერის რჩევები საზოგადოებას


ჯიმ ქერი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კომედიური ჟანრის მსახიობია. მის მიერ შექმნილი პერსონაჟების არასერიოზული იმიჯი ძნელად წარმოსადგენს ხდის, რომ საკმაოდ გაწონასწორებული, ღირსეული, საინტერესო და ბრძენი ადამიანია ის სინამდვილეში. ჯიმ ქერი არ არის მხოლოდ კარგი მსახიობი, ის არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები სწორად და როგორ იყოს ბედნიერი იმ საქმით, რასაც აკეთებს. იგი უზიარებს ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას და აცნობს მათ წარმატების საიდუმლოს. ჯიმ ქერის ცხოვრებისეული რჩევები ასეთია:

●„ვისურვებდი, ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ ისინი ვერ იპოვნიან სრულყოფილების შეგრძნებას ოცნებებში, დიდებასა და ცნობადობაში. მეც, ისევე როგორც ბევრ თქვენგანს, მსურდა გამეკეთებინა რაღაც მეტი, ვიდრე თავად ვარ, სანამ ჩემზე გონებამახვილმა ადამიანმა არ დამანახა, რომ არაფერია იმაზე აღმატებული, ვიდრე მე თავად."

●„როცა თქვენ ხედავთ ჩემს მსგავს ადამიანებს, კითხულობთ: ,,როგორ შევძლოთ, მივაღწიოთ ამგვარ მწვერვალებს ჩვენც, ჯიმ?“ - ეს არის შენი ეგოს ხმა, შენივე ხმა. თუ ამ ხმას მოუსმენ, ყოველთვის არსებობს ვინმე, ვინც რაღაცას შენზე უკეთ აკეთებს. არ აქვს მნიშვნელობა, რას მიაღწევ, რა მოიპოვე. შენი ეგო არ მოგცემს უფლებას, შეისვენო და დანებდე. ის შენ გაიძულებს, მუდმივად წინ იარო მანამ, სანამ არ დატოვებ ღირსეულ კვალს დედამიწაზე."

●„რატომ არ იყენებ შესაძლებლობას, რომ ირწმუნო? გქონდეს რწმენა და არა იმედი. მე არ მჯერა იმედის. ის ღატაკია რწმენასთან შედარებით. იმედი ცეცხლში გადის, ხოლო რწმენას შეუძლია გადაახტეს მას."

●„შიში აპირებს, რომ იყოს ძლიერი მოთამაშე შენს ცხოვრებაში, მაგრამ შენი გადასაწყვეტია, რამდენად მოახდენს ის გავლენას. შეგიძლია გაატარო მთელი ცხოვრება მოჩვენებების წარმოდგენაში, წუხდე მომავალში შენი გასავლელი გზის გამო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რაც დღეს ხდება და ის, რასაც ახლა გადაწყვეტ. ის, რაც დაფუძნებულია სიყვარულზე და არა შიშზე."

●„მამაჩემს შეეძლო გამხდარიყო დიდებული კომიკოსი, მაგრამ მას არ სწამდა საკუთარი შესაძლებლობების, რამაც აიძულა მიეღო რადიკალური გადაწყვეტილება და გამხდარიყო ბუღალტერი. როცა თორმეტის ვიყავი, მან დაკარგა სამსახური და ჩვენ ვიბრძოდით გადარჩენისთვის. მე დიდებული გაკვეთილი მივიღე მისგან. გააკეთეთ, რაც გსურთ. შეიძლება დამარცხდეთ, მაგრამ გამოიყენეთ შესაძლებლობა."

●„ და ბოლოს, არ დაღონდე, ნუ დაკარგავ სტიმულს. ყოველთვის არსებობს კარი, რომელიც შენთვის გაიღება. შენ შეგიძლია გააკეთო არჩევანი სიყვარულსა და შიშს შორის."

 

| გააზიარე
მოგწონთ?