როგორ შეიქმნა ფორდი


გვინდა გაგაცნოთ საავტომობილო ინდუსტრიის ფუძემდებელის ჰენრი ფორდის წარმატების საიდუმლო და ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც დაეხმარებიან მონდომებულ ადამიანებს მიზნების მიღწევაში. სწორედ ჰენრი ფორდია ის ადამიანი, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში შიგაწვის ძრავი გამოიგონა, რამაც საფუძველი დაუდო ავტომობილის შექმნას. ჰენრის გვარს უკავშირდება ცნობილი საავტომობილო ბრენდის „ფორდი“-ს შექმნა.

ჯერ კიდევ, ცამეტი წლის ასაკში ჰენრიმ, მამის მიერ ნაჩუქარი საათი დაშალა და ხელახლა ააწყო, მას აინტერესებდა საათის მექანიზმის მუშაობის პრინციპი (სხვათაშორის ეს საქმიანობა ჰენრის ჰობად შერჩა ცხოვრების ბოლომდე.) მას ღრმად სწამდა, რომ შექმნიდა გადაადგილების მარტივ და იაფ საშუალებას, რაც მან საბოლოოდ მოახერხა.

მისი შრომა შეუფასებელია, რადგან მრავალი ღამე ლამპის შუქისა და სიცივის მიუხედავად, მონდომებით მუშაობდა ავტომობილის ძრავის ამუშავებასა და დახვეწაზე. ჰენრი ფორდმა მრავალი მარცხი განიცადა ცხოვრებაში, მაგრამ მისი ხასიათი ამას ვერ ეგუებოდა, ყოველთვის უნდოდა, რომ პირველი ყოფილიყო. მან ყველას დაუმტკიცა თავისი მიზნის სისწორე, როდესაც 1893 წელს ძრავი აამუშავა.


ჰენრის სწორი გადაწყვეტილებები მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში დიდი კრიზისის დროს, როდესაც ყველა დამსაქმებელმა ხელფასები მშრომელებს გაუნახევრეს, მან, პირიქით, გაუორმაგა 5 დოლარამდე (რაც იმ დროისთვის საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად ითვლებოდა) და სამუშაო საათები ათიდან რვა საათამდე შეამცირა. ამით მან ძალიან დიდი მოტივაცია შეუქმნა თანამშრომლებს, რომელთაც სამმაგი მონდომებით გააგრძელეს მუშაობა.

როდესაც სხვები პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი მისი კონკრეტული მიზნის სისწორეში, ჰენრი, პირიქით, შეუძლებლად არ თვლიდა და ღრმად სწამდა საკუთარი მიზნის სისწორე. სწორედაც, მან პირველობის დასბრუნებლად დიდი რწმენის ხარჯზე 8 ცილინდრიანი ძრავი ერთ ბლოკში მოათავსებინა ინჟინრებს (იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო 8 ცილინდრის ერთ ბლოკში მოთავსება, ამის შედეგად მისი ავტომობილი, ყველაზე სწრაფი გახდა და მას მსოფლიოს მაშტაბით პირველობის სტატუსი დაუბრუნა.)

ჰენრი ფორდის ცნობილი გამონათქვამები:
 

  • „ამ ქვეყნად ყველზე რთულია იაზროვნო, ალბათ, ამიტომაცაა, ძალიან ცოტას რომ იტაცებს ეს საქმე.“
  • „იდეა თავისთავად დასაფასებელია, მაგრამ ყოველი იდეა მხოლოდ ჩანაფიქრია და სხვა არაფერი. უმთავრესი კი მისი განხორციელებაა.“
  • „თუ ენთუზიაზმით ხარ სავსე, შეუძლებელს შეძლებ. ენთუზიაზმი ნებისმიერი პროგრესის საფუძველია.“
  • „ღირსეული მარცხი სულაც არ არის დამამცირებელი, დამამცირებელი დამარცხების შიშია.“
  • „როდესაც გგონია, რომ მთელი სამყარო შენ წინააღმდეგაა, გაიხსენე: თვითმფრინავი ქარის საწინააღმდეგოდ დაფრინავს.“
  • „ხელქვეითებს არასოდეს ვეუბნები: მე მინდა, ეს გააკეთოთ! არამედ ვამბობ: მაინტერესებს ამის გაკეთებას შეძლებთ თუ არა?“


წარმატებულ ადამიანებად არ იბადებიან, წარმატებულ ადამიანებად ხდებიან, ზუსტად ისე, როგორც ჰენრი ფორდი იქცა. გაითვალისწინეთ მისი რჩევები, ქმედებები, უნარ-რჩვევები და წარმატებაც გარდაუვალი იქნება.

| გააზიარე
მოგწონთ?