30 წლის მხატვრის მრავალფეროვანი ცხოვრება


გიორგი ბოლქვაძე 30 წლისაა, ის პროფესიით მხატვარი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრია. აკადემიის დასრულების შემდეგ, ყოველწლიურად ღებულობს მონაწილეობას საერთაშორისო სამხატვრო პლენერებში, როგორც საქართველოში, ასავე, მის ფარგლებს გარეთ. უყვარს მოგზაურობა, მრავალფეროვანი და აქტიური ცხოვრება. 

თქვენ ძალიან ბევრს  მოგზაურობთ,  დიდია ცდუნება, რომ დარჩეთ სხვა ქვეყანაში და იქ დაიმკვიდროთ თავი. რა არის თქვენი სამშობლოში დაბრუნების და მუშაობის მთვარი მოტივაცია?
არც ისე მარტივია თავის დამკვიდრება სხვა ქვეყანაში, თუნდაც ხელოვნების ასპექტში. ჩემთვის მნიშვნელოვანი მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურის ხალხთან ურთიერთობაა. ეს სხვა ენერგეტიკაა, უცხო და საინტერესო. კიდევ უფრო საინტერსოა, როცა ამ ყველაფერს საკუთარ ქვეყანაში აანალიზებ და უკეთებ რეალიზებას, საბოლოოდ, ძალიან საინტერესო პროდუქტი იქმნება.

ალბათ, ხშირად გიწევთ დაბრკოლების გადალახვა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რამდენად რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება და როგორ ახერხებბთ ამას?
ყველაფერი მარტივი მოსაწყენია. არასტაბილური ცხოვრება, თავის მხრივ, ძალიან რთულია, თუმცა საინტერესო და თავგადასავლებით სავსე. ძალიან მომწონს და მიზიდავს ასეთი ცხოვრება, და როგორც ხელოვანი, ვთვლი, რომ აქ არის თავისუფლება.

რას ურჩევდით მათ, ვისაც სურს წარმატების მიღწევა და საინტერესო ცხოვრება? თქვენი ტოპ 5 რჩევა მომავალ ხელოვნებს.
ახალს ვერაფერს გეტყვით რჩევების კუთხით, გავიმეორებ იმას, რაც დიდმა ადამიანებმა თქვეს და რა გზაც მე გავიარე და გავდივარ:
1.    მონდომება და სურვილი;
2.    თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა;
3.    მიზნის დასახვა და შემდეგ დაუღალავი შრომა ამ მიზნების მისაღწევად;
4.    სირთულეების გადალახვა და პრობლემების ცივი გონებით გადაჭრა;
5.    და ბოლოს, ამ ყველაფრისგან, პოზიტივისა და სიამოვნების მიღება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ახლახანს დავიწყე ნახატების სერიებით კეთება და სავარაუდოდ, პერსონალურ გამოფენებსაც გავაკეთებ - ეს რაც შეეხება ჩემს მხატვრობას. სხვა მხრივ, ვაპირებ, ცოდნის გაღრმავებას და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, მოგზაურობას უფრო მეტ ქვეყნებში, გაცნობას და შეგრძნებას,  რომელიც  საბოლოო ჯამში, აისახება ჩემს შემოქმედებაშიც. სწორედ, ეს ყველააფერი არის ჩემი ცხოვრების მიზანიც, სწრაფვაც და მოტივაციაც.
 

| გააზიარე
მოგწონთ?