ძალა, რომელსაც პოზიტივი ჰქვია


ცხოვრება უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული დეტალისაგან შედგება. მას ქმნის ადამიანთა სევდა, ბედნიერება, ნეგატივი, პოზიტივი. ამ სამყაროს აყალიბებთ თქვენ საკუთარი ფიქრებითა და ქმედებებით. ყველაზე დიდი ძალა კი მაინც ჩვენს გონებაში გაელვებულ აზრებსა და განწყობას აქვს, რომელიც შემდეგ  უხილავი ძალით სხვებზე გავრცელდება ხოლმე. ამიტომ ამ სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გადამრჩენელი ძალა პოზიტიური აზროვნება და ფიქრებია. იმისათვის რომ ყველაფერი გამოგივიდეთ და პოზიტივი თქვენი ცხოვრების თანმდევი გახდეს, რაღაცების მთელი ენთუზიაზმით შესრულებაა საჭირო. იმ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან გზებსა და ხერხებზე საუბრობს სტივ ვეზერფორდიც, რაც თავის თავზე გამოსცადა და წარმატებასაც მიაღწია. პირველ რიგში თქვენს თავს ჰკითხეთ, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ დღე მზიანი და ბედნიერი ყოფილიყო, წვიმის, თოვლისა თუ სიცივის მიუხედავად. ხოლო თუ არაფერი წუწუნის გარდა, მაშინ დროა მოქმედებაზე გადახვიდეთ.

წარმოიდგინეთ თქვენი დღე ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოს. ისე დასახეთ დღე, როგორც ცხოვრებას ხედავთ ოცნებებში. დაიწყეთ ძალიან მცირედით, თუნდაც თქვით, დღეს ჩემი ტრანსპორტი ძალიან მალე მოვა, მზე მთელი დღის განმავლობაში გამათბობს და საქმეებსაც სწრაფად და ხარისხიანად შევასრულებ. დამიჯერეთ ასეთი წარმოდგენები შველის თქვენს პოზიტიურ განწყობას და დღეც თავიდანვე მშვენივრად იწყება.

როდესაც ყველაფერს მორჩებით, აუცილებლად დაფიქრდით რა გააკეთეთ, რა შეგეშალათ და რა შესრულდა ისე, როგორც გინდოდათ და მომავალი იქნება აუცილებლად ნაკლებად რისკიანი და მშვიდი, რაც დაგეხმარებათ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში. არ დანებდეთ, ყველაფერი მხოლოდ წინაა.

მოიფიქრეთ როგორი გინდათ იყოს თქვენი ცხოვრება, სანამ დიდ ოცნებებს შეერკინებით. თუ ადამიანმა არ იცის რას გააკეთებდა დღეს, მაშინ ვერ წარმოიდგენს მის ცხოვრებას 10 წლის შემდეგ. შეავსეთ ცარიელი ადგილები ყოველდღე, რათა არ გამოგრჩეთ არც ერთი ნაბიჯი, რომელსაც თქვენს მიზნებამდე მიყავხართ.

ყოველ ორშაბათს შეხვდით ისე, თითქოს ის იყოს ახალი წელი, დაბადების დღე, თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი და მიხვდებით, რომ მანაც შეიძლება მოიტანოს პოზიტივი ისე, როგორც პარასკევი საღამოს გართობამ და კვირა დილის ძილმა.

არ აქვს მნიშვნელობა ოცნებებში ხართ გადავარდნილი თუ ცხოვრებას მხოლოდ რეალურად უყურებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია არ დატოვოთ რჩევა რჩევად და ეცადოთ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაინც გადადგათ წინ, რათა დღე დაიწყოთ პოზიტივით, რათა თქვენი ცხოვრება იყოს პოზიტური.


success.com

| გააზიარე
მოგწონთ?