საუკეთესო უნარ-ჩვევები ბიზნესში


წარმატებული ბიზნესმენები გამოირჩევიან ძლიერი უნარ-ჩვევებით. შესაბამისად, მათი კარგად გაცნობა და შემდეგ ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გახდეს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
   
წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:  

 

გაიღვიძეთ ადრე

მიჩნეულია, რომ ადამიანები დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებენ დაგეგმილი საქმეების შესრულებას, არასოდეს არ რჩებათ თავისუფალი დრო და ამ ყველაფრის გამო განიცდიან მუდმივ სტრესს. 

სინამდვილეში, ზოგიერთი წარმატებული ბიზნესმენი იღვიძებს ოთხიდან ხუთ საათამდე. მათ იციან დროის ფასი და მისი მართვა. თქვენ თუ არ ხართ „დილის ადამიანი,“ აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემები დაუსრულებელი საქმეების გამო. ამიტომ გირჩევთ, განახორციელოთ თქვენში „მიკრო-ცვლილება.“ დაისახეთ მიზნად, თუ რომელ საათზე ისურვებთ გაღვიძებას და ყოველი კვირის განმავლობაში ეცადეთ თხუთმეტი წუთით ადრე ადგომა, რაც ნამდვილად არ არის რთული და გარკვეული დროის შემდეგ თქვენ მიაღწევთ სასურველ შედეგს.

 

დაისახეთ ყოველდღიური მიზნები

ყველა ბიზნესმენი ხელმძღვანელობს გძელვადიანი მიზნებით, მაგრამ საბოლოო წარმატების მიღწევა უფრო ადვილია თუ მათ დაყოფთ მოკლევადიანებად ისე, რომ ისინი ყველდღიურ შესრულებას ექვემდებარებოდეს. ესე უფრო გაგიმარტივდებათ დასახული მიზნების მიღწევა, რადგან ხშირი „გამარჯვებები“ სტიმულის მომცემია და მუდმივად მოტივირებულს გამყოფებთ.  

 

გამოიყენეთ პარეტოს პრინციპი

პარეტოს პრინციპი ცნობილია, როგორც 80/20-ის წესი. იტალიელმა მეცნიერმა ვილფრედო პარეტომ აღმოაჩინა, რომ ადამიანების 20% ფლობდა საერთო სიმდიდრის 80%-ს და პირიქით. ეს პრინციპი, ასევე წარმატებით გამოიყენება მენეჯმენტში. მთლიანად საქმეების და მათზე დახარჯული დროისა და ძალისხმევის 20%-ს, მოაქვს საერთო შედეგის 80% და პირიქით. ამ პრინციპის გამოყენება სასარგებლოა როგორც ბიზნესში, ისე ნებისმიერი მიმართულებით.

 

გააკონტროლეთ ბიუჯეტი

ძალზე მნიშვნელოვანია ბიზნესში ბიუჯეტის გაკონტროლება. როგორც ბ. ფრანკლინმა თქვა: „უფრთხილდით მცირე ხარჯებს. პატარა გაჟონვაც კი ჩაძირავს დიდ გემს.“

მკაცრად მიჰყევით ბიუჯეტს და მოერიდეთ ზედმეტი თანხების ხარჯვას, რადგან კონკრეტული ხარჯები (მუდმივი და ცვალებადი) ისედაც გაედინება კომპანიიდან. მათი კონტროლი არც თუ ისე მარტივია, შესაბამისად ორგანიზაციის არსებობისათვის ბიუჯეტის სწორად მართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

 

შეადგინეთ მკაფიო გეგმები

პროფესიულსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია მკაფიო მიზნების დასახვა. გეგმის შედგენის დროს თქვენ უნდა გაგაჩნდეთ ნათელი წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე: ნამდვილად არის ეს ის გეგმა, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ? ის უნდა იყოს დროში გაწერილი, შესრულებადი, უნდა გათვალოთ რა საშუალებები დაგჭირდებათ მის შესასრულებლად? სამოქმედო გეგმა უნდა იყოს გაწერილი თანმიმდევრულად, რის მერე რას შეასრულებთ და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამართლებრივსა და ეთიკურ ნორმებს.
 

მიმართეთ დახმარებისათვის

დაიმახსოვრეთ, არავინ არ არის სრულყოფილი, ყველას სჭირდება დახმარება. ადამიანები ხშირად განიცდიან მარცხს იმის გამო, რომ არ იციან როგორ იმოქმედონ და სხვებისათვის კითხვით ან დახმარებისათვის მიმართვაც ერიდებათ. არადა, წარმატებული ბიზნესმენების უმეტესობას ეს კომპლექსი დაძლეული აქვს. ისინი მაქსიმალურად იყენებენ უფრო გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანების ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს. 

 


www.entrepreneur.com

| გააზიარე
მოგწონთ?