თუ სიახლეებს ეძებთ!


ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ვიღლებით ყოველდღიური რუტინით. გვგონია, რომ არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ და დეპრესია გვეუფლება. ცუდი განწყობა კი უმოქმედობის და დემოტივაციის გარანტიაა, ამიტომ  არასდროს უნდა მოვდუნდეთ და ყოველთვის უნდა მოვახდინოთ საკუთარი თავის, ცხოვრების განახლება.

 

1. მოიშორეთ ძველი სამოსი და უსარგებლო ნივთები

გსურთ ახალი ცხოვრება საინტერესო თავგადასავლებით?! მაშინ სასწრაფოდ მოიცილეთ თავიდან ძველი, უსარგებლო ნივთები. შეელიეთ იმ საგნებს, რომლებსაც არაფერში იყენებთ. ეს საშუალებას მოგცემთ უკეთ მიხვდეთ რა გჭირდებათ და რა არა რეალურად. შეიცვალეთ სამოსი, განაახლეთ კარადა, ეს საშუალებას მოგცემთ გახალისდეთ და გამოწვევები მიიღოთ შემართებით. გახსოვდეთ! თავიდან მოიცილეთ ძველი, რათა ადგილი გქონდეთ ახლისთვის.

 

2. შეიცვალეთ იმიჯი

აუცილებელია შეიცვალოთ იმიჯი, თუნდაც თმის ვარცხნილობა, ჩაეწერეთ რაიმე გამაჯანსაღებელ, სარელაქსაციო პროცედურაზე. ეს მოგიტანთ თავდაჯერებულობას.

 

3. გაიჩინეთ ახალი ჰობი/საქმე

მას შემდეგ, რაც იმიჯს შეიცვლით და გექნებათ უკეთესი განწყობა ვიდრე უწინ, აუცილებელია, რომ გაიჩინოთ ახალი საქმე, ჰობი. ეს თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის, შეიძენთ უამრავ მეგობარს და შეხედავთ სამყაროს განსხვავებული კუთხით.

 

4.გთხოვთ, კვლავ განაახლეთ....

გახსოვდეთ! გარკვეული პერიოდულობით  კვლავ შეიტანეთ სიახლეები საკუთარ ცხოვრებაში. შეიცვალეთ სტილი, ისევ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო, ახალი საქმე, კვლავ გამოიწვიეთ საკუთარი თავი. წადით იქ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ, ნახეთ ის, რაც ჯერ არ გინახავთ. სცადეთ ის, რაც ჯერ არ გიცდიათ. ყოველივე ეს დაგეხმარებათ იყოთ პროგრესული, არ ჩამორჩეთ ცხოვრებას, მუდმივად იყოთ აქტუალური თქვენი განახლებული ცხოვრების სტილით.

| გააზიარე
მოგწონთ?