როგორ დავძლიოთ,მძიმე დაავადებებთან შეჯახების შიში


გულის სიღრმეში, ყოველთვის მჯეროდა რომ არასოდეს გავხდებოდი ცუდად. და მერე, კლინიკის რომელიღაც განყოფილებაში,გაფითრებულს და ტკივილებისგან გადაღლილს, ის ადამიანი გამახსენდა, ბავშვიბაში რომ დამინახავს და გამფიქრებია. “უი, რა ცუდად გამოიყურება, ალბათ შეუძლოდა არის, ტკივა.” ორ კატეგორიად იყოფიან ადამიანები ჩემთვის: ისინი, ვისაც გონია, რომ საკუთარ ჯანმრთელობა „ულიმტოა“ და ისინი ,ვისაც გონია, რომ აუცილებლად გახდებიან ცუდად. მე პირველ გადაწყვეტილება-მიღებულ ადამიანებს წარმოვადგენ. ფაქტია, ერთი ექიმიდან მეორესთან, და კვლევიდან კვლევაზე, თავად დავდიოდი, პასუხების ბევრი ფურცლით ხელში. ძალიან მშვიდად გამოვიყურებოდი. თუმცა პასუხები იმაზე ცუდი იყო, ვიდრე წარმოვიდგენდით. ან მე, ან ჩემი რომელიმე ექიმი. ასეა, ცხოვრება ხანდახან უცნაურ მოცემულობებს გვთავაზობს, ვერ ვირჩევთ რომელი გამოცდას ჩავაბარებთ, ან რამდენად მაგრად გვეტკინება. მაგრამ საერთოდ, არ არის ეს მნიშვნელოვანი. რადგან ყველაფერი დროებითია,  განსაკუთრებით ტკივილი, მუდმივი მარტო შენ ხარ. და შენი შინაგანი ხმა, რომელიც განუწყვეტლივ გიმეორებს იმას, რასაც შენ თავადვე გადაწყვეტ, იმას,რასაც საკუთარ თავს დააჯერებ. მე თუ მკითხავთ, ჯანმრთელობა პირველ რიგში, შინაგანი რწმენა და გადაწყვეტილებაა,რომ აუცილებლად კარგად იქნები. იმდენად უნდა გწამდეს რომ საკუთარ სხეულს აიძულო დაგემორჩილოს. ხანდახან მგონია რომ არასდროს ვყოფილვარ ცუდად, იმდენად ყოველთვის მჯეროდა საკუთარი ჯანმრთელობის.

| გააზიარე
მოგწონთ?