როგორ გავხდეთ საინტერესო პიროვნება გარშემომყოფთათვის?


ოდესმე გიგრძვნიათ, რომ არავინ აღგიქვამთ სერიოზულად? თუ ეს ასეა, თქვენ მარტო არ ხართ. „ჰარვარდის ბიზნესის მიმოხილვის“ გლობალური კვლევის საფუძველზე, სადაც გამოკითხულია ოცი ათასი დასაქმებული, მათ შორის 50%-ზე მეტი სამსახურში არ გრძნობს თავს დაფასებულად.


არსებობს რამდენიმე მიზეზი, რაც უარყოფითად აისახება სხვების თქვენდამი დამოკიდებულებაზე. შესაბამისი მიზეზების აღმოფხვრით და სათანადო რჩევების გათვალისწინებით, გაიუმჯობესებთ იმიჯს და შეიქმნით სათანადო რეპუტაციას.

 

თხრობით წინადადებას (განცხადებით ფორმას) ნუ წარმოთქვამთ კითხვითი ტონით

ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ეჭვქვეშ აყენებს თქვენს სერიოზულობას, არის თხრობითი წინადადებისთვის კითხვითი ფორმის მინიჭება. ბევრი ადამიანი მიჩვეულია და მისდა უნებურად განცხადებას კითხვითი მნიშვნელობით წარმოთქვამს, ნაცვლად ინფორმაციის გადაცემისა. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ და ემოციურად სუსტები არიან, რაც მათ იმიჯს საფრთხის წინაშე აყენებს. ამიტომ ეს არის ის პირველი უარყოფითი  ჩვევა, რომელიც უნდა დაივიწყოთ და ისაუბროთ გასაგებად.  

 

ნუ შემოიფარგლებით მშრალი ინფორმაციით, თემას დაამატეთ საინტერესო ამბები

არასამეწარმეო მედია ორგანიზაცია „TED”- ის ყველაზე წარმატებული „სპიკერები“ ფლობენ მაგიურ ფორმულას. თავიანთ გამოსვლებში ისინი დროის 75% უთმობენ რაიმე თემასთან დაკავშირებული ისტორიის მოყოლას, ხოლო 25%-ს შესაბამისი მონაცემებით მის განმტკიცებას. თემის გამრავალფეროვნება საინტერესოს გახდის თქვენს საუბარს, დაეხმარება ადამიანებს ძირითადი ინფორმაციის დამახსოვრებაში და მოგცემთ შესაძლებლობას, რომ უფრო გაიხსნათ, დაუკავშიროთ თქვენი ცოდნა რეალურ სამყაროს. ასეთ დროს თქვენ წარმოჩნდებით უფრო სერიოზული, მცოდნე და ემპათიური.

 

მიეცით საშუალება სხვებს, რომ ისაუბრონ

ეს არის ოქროს წესი და კარგი ჩვევა, როდესაც სხვებსაც აძლევთ საშუალებას, რომ ისაუბრონ, თქვენ კი ყურადღებით უსმენთ. ყველას მოსწონს, როდესაც შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რაც გამოწვეულია ტვინში ნევროლოგიური ცვლილებებით. ასეთ დროს ნეიროტრანსმიტერები განიდევნებიან ტვინიდან, ადამიანები თავს კარგად გრძნობენ, შედიან სიღრმისეულ კავშირში თანამოსაუბრესთან, მის მიმართ უყალიბდებათ სიმპათია და აღიქვამენ მას სერიოზულად.

 

მოემზადეთ წინასწარ

ამერიკაში ყოველდღე დაახლოებით 11 მილიონი შეხვედრა იმართება. მათგან წელიწადში არაპროდუქტიული შეხვედრების ჯამური ღირებულება შეადგენს 37 მილიარდს, რაც გამოწვეულია ადამიანების მოუმზადებლობით. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა სახის შეხვედრაზე მოგიწევთ სიტყვით გამოსვლა, ყოველთვის მოემზადეთ წინასწარ. სათქმელი თუ თემა, რითაც უნდა წარსდგეთ აუდიტორიის წინაშე, კარგად დაამუშავეთ, ასევე გაითვალისწინეთ დროის ხანგრძლივობა და სავარაუდო კითხვები, რომლებსაც დაგისვამენ თქვენი გამოსვლისას. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ პროფესიონალი და გაგიმყარებთ რეპუტაციას.

 

ჩაიცვით წარმატებისთვის

დამაჯერებლობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია გარეგნული ვიზუალიზაცია. როდესაც პიროვნებას არ აცვია შესაბამისად და გამოიყურება მოუწესრიგებლად, აღიქმება, რომ ის დაკისრებულ ვალდებულებებს ვერ ართმევს თავს. ასევე მიანიშნებს საკუთარი თავისადმი უპატივცემულობაზე და მეტყველებს მის არაკომპეტენტურობაზე.

 


www.entrepreneur.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?