9 რამ, რასაც წარუმატებელი ადამიანები აკეთებენ დასვენების დღეებში


დასვენების დღეები ყველასთვის საყვარელი დროა. იმისთვის, რომ გაიგოთ რამდენად წარმატებული ხართ, მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორ ატარებთ თქვენს დასვენების დღეებს. 

უმთავრესი რამ, რაც განასხვავებს წარმატებული ადამიანის დასვენების დღეებს წარუმატებელი ადამიანის დასვენების დღეებისგან არის გეგმა, რომელიც ან გაქვს ან არა. 

ამ სტატიაში მოცემულია 9 რამ, რასაც აკეთებენ წარუმატებელი ადამიანები დასვენების დღეებში, ეს კი საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ რა არ უნდა გააკეთოთ თუ არ გსურთ წარუმატებელთა რიცხვში აღმოჩნდეთ.

 

1. არ აქვთ არანაირი გეგმა

არ არის აუცილებელი დაგეგმოთ ყოველი წუთი, მთავარია გქონდეთ იდეა, რის გაკეთებას აპირებთ და როგორ ატარებთ დროს.

 

2. არ აქვთ დრო საყვარელი ადამიანებისთვის

თუკი საყვარელ ადამიანებს ვერ აქცევთ ყურადღებას კვირის დანარჩენ დღეებში, დაგეგმეთ მათთან ერთად ყოფნა უქმეებზე. ეს მოგცემთ განტვირთვის საშუალებას და არ გაანაწყენებს თქვენს საყვარელ ადამიანებს.

 

3. არ იშორებენ თავიდან ტექნოლოგიებს

ტელევიზორი, ტელეფონი, სამუშაო ელ-ფოსტა, სოციალური ქსელი, ყველა დროის გამყვანი საშუალება მოიშორეთ თავიდან, ნუ მიეჯაჭვებით ტექნოლოგიებს დასვენების დღეს. გამოიყენეთ ეს დღე უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის.

 

4. არ იღებენ სიამოვნებას

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მაგალითად გადიოდეთ მეგობრებთან ერთად, დარწმუნდით, რომ თქვენ ამ ყველაფრით მიიღებთ სიამოვნებას. 

 

5. სძინავთ მთელი დრო

არ აქვს მნიშვნელობა ბევრი დალიეთ წინა დღეს, ცუდად იყავით, თუ ძალიან დაღლილი ხართ. ეცადეთ იძინოთ იმდენ ხანს, რამდენიც გძინავთ სხვა დროს, დიდხანს ძილმა შესაძლოა დაარღვიოს თვენი ძილის ციკლი. 

 

6. არ ამოწმებენ საკუთარ თავს 

დატვირთული კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც თუნდაც დასვენების დღეს შეხედეთ საკუთარ თავს და დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე და მიზნებზე. აუცილებელია ეს შემოწმება საკუთარ თავთან გაიმეოროთ პერიოდულად.

 

7. ვერ წყვეტენ მუშაობაზე ფიქრს

შეგიძლიათ პარასკევს დაგეგმოთ წინასწარ რის გაკეთებას დაიწყებთ ან გააგრძელებთ ორშაბათისთვის, თუმცა სამსახურზე არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ მომდევნო დასვენების დღეებში. დაგეგმეთ მანამ, სანამ დაისვენებთ. 

 

8. არ დუნდებიან

გასაგებია, რომ აქტიურობა თქვენი პლიუსია და ვერ ისვენებთ საქმის გარეშე, თუმცა აუცილებელია დასვენების დღე, რათა იყოთ მეტად პროდუქტიული კვირის განმავლობაში. 

 

9. არ ემზადებიან კვირის დასაწყისისთვის

არასდროს დაიწყოთ ორშაბათი დღე გეგმის გარეშე, წინა ღამით მაინც გააკეთეთ გეგმა რის განხორციელებას აპირებთ კვირის მანძილზე. წარუმატებელი ხალხი ვერ ახერხებს ამ ყველაფრის ჩამოყალიბებას, რაც შედეგებზეც ცუდად ისახება საბოლოო ჯამში.

 

| გააზიარე
მოგწონთ?