ფილმები, რომლებიც უკეთესს გვხდის


ვფიქრობ, ყველაზე კარგია ფილმი, ყურებისას დროს აზრიანად გაატარებ, გაერთობი და ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებ, რომელიც შენი პიროვნების ტრანსფორმაციას მოახდენს. მაგალითად, უფრო მოტივირებული გახდები, მეტი ბრძოლის უნარიანობა შეგემატება და ა.შ. 

გთავაზობთ სამ ფილმს, რომლის ნახვის შემდეგ, პირადად მე, უფრო ღრმად დავფიქრდი კონკრეტულ საკითხებზე, უფრო აქტიური გავხდი და უფრო თამამი.

2011 წელს გადაღებული ამრ სალამას ფილმი"ასმა"(Asmaa) მოგვითხრობს შიდსით დაავადებული ქალის ისტორიას, რომელიც ყველანაირად ცდილობას არ დანებდეს ავადმყოფობას, იბრძოლოს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. ვისაც ეს ფილმი უკვე ნანახი აქვს დამეთანხმება, რომ ნამდვილად სევდიანი, მძიმე ამბავია, თუმცა ფილმი მაყურებელს ასწავლის ბრძოლის მნიშვნელობას, მოქმედების აუცილებლობას საკუთარი სურვილების განხორციელებისათვის და რაც მთავარია  ფილმი გვაჩვენებს,  თუ რამხელა ძალა აქვს იმედს და მის არსებობას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
 



როცა ვსაუბრობთ იმედზე, მოტივაციაზე და ძლიერ სურვილზე გვქონდეს უკეთესი ცხოვრება, არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი საუკეთესოთა შორის "უდაბნოს ყვავილი"(Desert flower), რომელშიც აღწერილია უბრალო, სომალელი გოგონას გაუსაძლისი, მძიმე ყოფა, რომელმაც გადაწყვიტა თავი დააღწიოს ყოველივე ამას და იცხოვროს უკეთესად, იბრძოლოს თავისი უფლებებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს ფილმი ყველას გაუათკეცებს ბრძოლის ჟინს, დააწყებინებს სწრაფად მოქმედებას თავისი მიზნების განხორციელებისთვის და ყველას ასწავლის, რომ შეუძლებელი არაფერია.
 



2005 წელს გადაღებული ნიკი კაროს ფილმი "ჩრთილოეთის ქვეყანა"(North country) გვიყვება ლამაზი ქალის ისტორიას, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა მაღაროში მუშაობის დროს. ფილმში აღწერილია ისტორია თუ როგორ იბრძვის  დაუცველი ქალი თავისი უფლებებისთვის, სამართლიანობისათვის. ვთვლი, რომ ფილმი თითოეულ ჩვენგანს ასწავლის არ  დავნბდეთ, არ შევშნიდეთ და ვიბრძოლოდ ჩვენი მიზნებისათვის, ჩვენი იდეებისა და ჩანაფიქრებისათვის. ამ ფილმების ნახვის შემდეგ, საკმაოდ დიდხანს გამყვა ფილმების დასასრულით გამოწვეული ამაღლებული განწყობა, ამიტომ გირჩევთ თქვენც ნახოთ ეს ფილმები. გაატაროდ დრო ნაყოფიერად და გჯეროდეთ, რომ მიზნის მიღწევას აუცილებლად შეძლებთ თუ დაიწყებთ აქტიურ მოქმედებას. არასოდეს დანებდეთ და ნახავთ თუ როგორ ნებდებიან სხვები.

 

| გააზიარე
მოგწონთ?