14 წიგნი, რომელიც ყველა ჯენტლმენმა უნდა წაიკითხოს


იყო თანამედროვე ჯენტლმენი ნიშნავს - იყო ინფორმირებული გარემომცველი სამყაროს შესახებ.

წარმოგიდგენთ იმ წიგნების სიას, რომელიც ყველა კაცმა უნდა წაიკითხოს.

 

1.მოდა - ,,მამაკაცთა სტილის სიმბოლოები“ - ჯოშ სიმსი

ეს წიგნი შესაძლოა ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმდენად საინტერესოა, რომ სიაში პირველი მოხვდა.

 

2.ბიზნესი: სილიკონ ველი - ,,ქაოსის მაიმუნები“ - ანტონიო გარსია მარტინეზი

ავტორი მოხვდა ‘’Facebook“-ში ადრეულ წლებში. მისი ისტორია ერთ-ერთია იმ მცირეთაგან, რომელიც ამ კომპანიის შესახებ არსებობს. და ეს ყველაფერი არ არის...

 

3.ბიზნესი: ჰოლივუდი - ,,ელექტროსადგური“ - ჯეიმს ენდრიუ მილერი

ეს არის ისტორიები ადამიანებზე, რომლებმაც ჰოლივუდი შექმნეს - ვარსკვლავებზე, აგენტებზე, ხელმძღვანელებსა და მაგნატებზე.

 

4.მეცნიერება - ,,ახლა: დროის ფიზიკა“ - რიჩარდ ა. მიულერი

ეს წიგნი იმ კატეგორიისა ჭკუიდან რომ გადაყავხარ და გვიან ღამით ფიქრებს რომ აღგიძრავს. მიულერის ვნება ამ საკითხისადმი ყოველ ფურცელში ჩანს. არ დაგენანოთ დრო ამ წიგნის წასაკითხად.

 

5.სათავგადასავლო - ,,დაკარგული ქალაქი Z“ - დევიდ გრენი

ავტორი დევიდ გრენი თავად მიჰყვება 1920 წლის მკვლევარის _ პერსი ფოსეტის გზას, რომელიც ამაზონის ჯუნგლებში გაუჩინარდა ლეგენდარულ დაკარგულ ქალაქ Z-ის ძებნაში.

 

6.თანამედროვე ლიტერატურა - ,,ჯენტლმენი მოსკოვში“ - ემორ ტოულესი

გრაფ ალექსანდრ როსტოვს დარჩენილი სიცოცხლის მოსკოვის სასტუმრო ,,მეტოპოლისში“ გატარებას მიუსჯიან. ესაა რომანი, რომელშიც წლის ყველაზე დასამახსოვრებელ პერსონაჟებს შევხვდებით. ,,ვაშინგტონ პოსტი“ აღფრთოვანებულია, რომ ასეთ უხეშ ერაში, ემორ ტოულესის ახალი რომანი წარმოგვიდგება ძველი სამყაროს ელეგანტურობით.

 

7.თანამედროვე ლიტერატურა: ამერიკული - ,,მხატვარი“- პიტერ ჰელერი

ეს არის ლიტერატურული რომანი ცნობილ მხატვარზე, რომელმაც სასჯელი  ადამიანის დაჭრისთვის მოიხადა. წიგნი მხატვრის სულითაა გაჯერებული და სიყვარულზე, მონატრებასა და ხელოვნებაზეა.

 

8.კლასიკური ლიტერატურა - ,,დიდი გეტსბი“ - ფ.სკოტ ფიცჯერალდი

ყველას შეუძლია სარგებლის მიღება ამ წიგნის წაკითხვით ან კიდევ ერთხელ გადაკითხვითაც.

 

9.დოკუმენტური - ,,სოფლის ელეგია“ იურიდიული მეცნიერების დოქტორი ვანსი

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება არ არის ყველას მსგავსი. ,,სოფლის ელეგიის“ წაკითხვისას  ,,ამერიკული ოცნების“ ზღვარზე გაივლით.

 

10.ფილოსოფია - ,,მედიტაციები“- მარკუს ავრელიუსი

წინა საუკუნის დიდებული ადამიანის პირადი ჩანაწერების წაკითხვით მიხვდებით, რომ ჩვენი პრობლემები დიდად არ შეცვლილა.  ,,მედიტაციები“ უამრავი ადამიანის საყვარელი წიგნია.

 

11.ბიოგრაფია - ,,დაბადებული სირბილისთვის“ - ბრიუს სპრინგსტინი

ეს არის მემუარები გამოუცდელი, გულწრფელი და ორიგინალური მუსიკოსის, რომელიც წარმატების მიღწევის სურვილით სავსე წერდა და უკრავდა განსაკუთრებულად მუსიკის ისტორიაში.

 

12.ფიტნესი - ,,დაბადებული სირბილისთვის“ ქრისტოფერ მაკდუგალი

მაკდუგალი გითრევთ მექსიკურ უდაბნოში ფეხშიშველი სუპერ-მორბენლების ტომთან შესახვედრად. ამ წიგნით ფეხშიშველი სირბილის აკვიატებული იდეა დაიწყო, მაგრამ ყველაფერი ამაზე გაცილებით საინტერესოა.

 

13.ისტორიული ფანტასტიკა - ,,ღამის ბოლო დღეები“ - გრაჰამ მური

1880 წელს პირველმა ნათურებმა გაანათეს ნიუ-იორკის ქუჩები, ამან ხალხი ჭკუიდან გადაიყვანა. იცოდით, რომ თომას ედისონი და ჯორჯ ვესტინგჰაუსი დაობდნენ სასამართლოში ნათურის პატენტის თაობაზე? ეს გასართობი ისტორიული თრილერი გვიყვება ისტორიას, რომელიც მოოქროვილი საუკუნის ფონზე წარიმართება.

 

14.ავტობიოგრაფია - ,,ბარბაროსული დღეები“- უილიამ ფინეგანი

ფინეგანმა, ნიუ იორკერის პერსონალურმა მწერალმა, 2016 წელს პულიტცერის პრემია მიიღო ცხოვრების მსოფლიოს ირგვლივ, ტალღების შესწავლაში გატარებისთვის. ეს არა მხოლოდ სერფინგის შესახებ წერისთვის, არამედ წერისთვის მიღებული ჯილდოა.

 

businessinsider.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?