ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც დაგაფიქრებთ საკუთარ შესაძლებლობებზე


ხშირად გიფიქრიათ, რომ უკვე დაიღალეთ ერთფეროვნებით? სამსახურში ისე ადრიანად მიდიხართ, რომ თავს პირველ მერცხლად გრძნობთ, დღეში რამდენიმე ჭიქა ყავას სვამთ, რომ შემთხვევით სამუშაო მაგიდასთან არ ჩამოგეძინოთ და სახლში დაბრუნებულს, მხოლოდ საწოლამდე მიღწევის სურვილი გკლავთ?

ხშირად ადამიანებს ბეზრდებათ ყოველდღე ერთი და იმავეს კეთება. ორი წუთით ჩაფიქრებულებს ლამაზი ცხოვრება სადმე ხალხისგან მოწყვეტილ ადგილას, სიწყნარეში წარმოუდგენიათ, სადაც მთელ დარჩენილ სიცოცხლეს დაჰყოფდნენ. ანდაც ოჯახთან ერთად ყოველდღიური ერთფეროვნებით დაღლა და საღამოობით დივანზე მოკალათებულებს მოსაწყენი გადაცემების ყურება სწადიათ.

 

სად შეიძლება ვეძებოთ პრობლემა? 

ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, რამდენად გიყვართ საკუთარი საქმე? რამდენ ადამიანს უთხრეს უარი იქ მუშაობისთვის, სადაც ახლა თქვენ იმყოფებით? ამოწურეთ თუ არა თქვენი შესაძლებლობები ამ სფეროში და დროა რომ სხვაგან გადაინაცვლოთ?

დიახ, საზოგადოების დიდ ნაწილს, სწორედაც რომ ცვლილებების ეშინია. თქვენ კი არ მოგბეზრდათ ყოველდღიური ერთფეროვნება, არამედ უბრალოდ მიეჩვიეთ მას. გააკეთეთ კი რაიმე ისეთი, რაც სხვა მიმართულებით წაგიყვანდათ? დროა შეცვალოთ თქვენი ყოველდღიურობა. 

 

"ადამიანები ყოველთვის უშვებენ შეცდომას, როცა არ იციან როდის მოთოკონ იმედები, ხოლო იმით რომ ამ იმედებს უფრო ენდობიან და არ აფასებენ შესაძლებლობებს, საკუთარ თავს ღუპავენ."

 

ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც დაგაფიქრებთ საკუთარ შესაძლებლობებზე: 

●რონალდ რეიგანი - ჰოლივუდიდან პრეზიდენტობამდე განვლილი გზა. ხომ წარმოუდგენელია? მაგრამ მას ერთი წამითაც არ შეშინებია ცვლილებების. არც ჭურჭლის მრეცხავად მუშაობაზე უთქვამს უარი. ყოველდღე ეტაპობრივად მიიწევდა თავისი მიზნებისაკენ. სახლში გვიან დაბრუნებულს კი არც ერთი წამით არ უგრძვნია დაღლა, რადგან კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ მისმა საქმემ იმ დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

●ჰელენ კელერი - პირველი ყრუ-მუნჯი ქალი, რომელმაც მიიღო განათლება და სამეცნიერო ხარისხი. თუკი მან შეძლო და ყველას დააჯერა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, თქვენ რა გიდგათ წინ?

●ჯესიკა კოქსი - მიზანდასახული ქალი, რომელიც მკლავების გარეშე დაიბადა. გამარჯვებულია ფორტეპიანოს დაკვრაში, ორი შავი ქამარიც ტაიკვანდოში. სერთიფიცირებული წყალქვეშ ყვინთვაში და პირველი უმკლავო ადამიანი მფრინავის ლიცენზიით.

 

რატომ არ იქნებით შემდეგი, ვინც გააოცებს ყველას?

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?