5 რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას


პროფესიის არჩევა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საჭიროა კარგად მოემზადოთ ამ სერიოზული ნაბიჯისთვის, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი ცხოვრება. 

იმისათვის, რომ გაარკვიოთ როგორი ცხოვრება გსურთ აუცილებელია საკუთარ თავს დაუსვათ კითხვები. მაგალითად, რას ნიშნავს თქვენთვის წარმატებული კარიერა? როგორია თქვენთვის სასურველი ხელფასი? რა უნარები და თვისებები გაქვთ ამისთვის? რა უნარების შეძენაა საჭირო?

გთავაზობთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში:

1.    სურვილი - დაფიქრდით, რისი კეთება მოგწონთ ყველზე მეტად. უნდა გააანალიზოთ რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას, რათა იგივე განცდა დაგეუფლოთ მუშაობის დროსაც;

2.    ადგილმდებარეობა -  მზად ხართ გარემოს ცვლილებისთვის? სად გსურთ მუშაობა, ხმაურიან ქალაქიში, თუ სიწყნარეს ანიჭებთ უპირატსობას? ამის განსაზღვრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შემდეგ მუდმივად ამ გარემოში მოგიწევთ ყოფნა. ჯობს წინასწარ გათვალოთ სად იგრძნობთ თავს კომფორტულად;

3.    ხასიათი - უნდა გაარკვიოთ როგორი ადამიანი ხართ. თუ არ გიყვართ აქტიური კომუნიკაცია - თავს კარგად ვერ იგრძნობთ ხალხმრავალ გარემოში, მაგრამ თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, თქვენთვის აუცილებელია ისეთი პროფესიის შერჩვეა, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალება მოგეცემათ;

4.    დროის ფაქტორი -  როგორია თქვენი საოცნებო გრაფიკი? ოფისში სრულ განაკვეთზე მუშაობა თუ თავისუფალი გრაფიკი გირჩევნიათ? დროის ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან თუ ის თქვენს ხასიათს არ შეესაბამება ვერასდროს შეიყვარებთ სამსახურს.

5.    ხელმისაწვდომობა -  სანამ კარიერას აირჩვედეთ გაითვალისწინეთ რამდენად განვითარებული ინდუსტრიაა ის,  არის თუ არა სამუშაო ადგილები,  რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია. ეს ფაქტორები დაგეხმარებათ  გააანალიზოთ რამდენად რელურია თქვენი მიზანი, რათა მომავალში იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

ამ საკითხების გარდა სხვა, კიდევ ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ, თუმცა, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აღმოაჩინოთ რისი კეთება გსიამოვნებთ და იპოვოთ საქმე, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს სურვილებს. ჩვენი პროფესია განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას.  გისურვებთ იპოვოთ საქმე, რომლისგან დასვენებაც არ მოგინდებთ.


ფიქრია ექვთიმიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?